| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა გრძელდება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი 4 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აწარმოა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად სინჯები ოთხ ლოკაციაზე: თბილისის N200, N16, N25 და N92 საბავშვო ბაგა-ბაღებთან აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოთხივე ლოკაციაზე ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების გადაჭარბება დაფიქსირდა - რუსთავში, თბილისში წერეთლის გამზირე და ქუთაისში. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციები კი გადაჭარბებული აღმოჩნდა - თბილისში, წერეთლის გამზირზე და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“