სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეები წლიდან წლამდე უდიდესი მღელვარებითა და სიხარულით ელოდებიან „ეტალონს“ - მესტია ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
26-09-2019
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტში 24 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 3 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი:

„ეტალონი“ ჩვენთვის და ალბათ, მთელი საქართველოსთვისაც, უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეთა განვითარებისთვის, სასწავლო პროცესის ამაღლებისთვის შეუდარებელი პროექტია. „ეტალონი“ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს. წლიდან წლამდე ისინი უდიდესი მღელვარებითა და სიხარულით ელოდებიან კონკურსს. მოლოდინი მაქვს, რომ კიდევ მეტი გახარებული მოსწავლე გვეყოლება. ვნახოთ რა შედეგი გვექნება“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მაია ნაკანი:

„ეტალონის“ მიმართ მაქსიმალურად დადებითად ვარ განწყობილი. ზოგადად, ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიური ახალგაზრდები არიან, როგორც სპორტული, ისე შემეცნებითი კუთხით. „ეტალონი“ მათ განსაკუთრებულ მოტივაციას მატებს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ყოველთვის წარმატებით სრულდება. არცერთ ბავშვს პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, რადგან საკუთარ ცოდნაში ყველა დარწმუნებულია. პირიქით, ძალიან გუნდურად არიან. მოლოდინი ყოველთვის უკეთესის გვაქვს. წინა წელთან შედარებით, წელს უფრო მეტი ბავშვია ჩართული და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა რატიანი:

„ბავშვებში მოტივაცია ძალიან მაღალია. ჩვენი სკოლა მთელი წლის განმავლობაში ყველაფერში იყო ჩართული, რაც კი „ეტალონმა“ წამოიწყო. მოტივაცია ამაღლდა როგორც ბავშვებში, ისე მასწავლებლებში. გუშინაც სრული დასწრება იყო და მოსწავლეები საკმაოდ მაღალი ქულებით შეფასდნენ. მასწავლებლებიც აქტიურად იყვენენ ჩართულები. მჯერა, ჩვენი სკოლის ბავშვები გაიმარჯვებენ“.

მესტიის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეა ბიკაშვილი:

„პირველ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი შედეგები იყო. მოსწავლეები შემდეგი ეტაპისთვის აქტიურად ემზადებიან. „ეტალონი“ მოსწავლეებს ეხმარება თავიანთი ცოდნის გამოვლენაში. ისინი აქამდე ნასწავლის მობილიზებას აკეთებენ“.

მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გვარლიანი:

„მოსწავლეები, როგორც ყოველთვის, პირველ ეტაპს დიდი ხალისით ელოდებოდნენ. ჩვენი მოლოდინი გამართლდა იმითი, რომ წელს მოსწავლეთა მეტი ჩართულობა იყო. ძალიან გვინდა, რომ ფინალში გადავიდეთ. რეგისტრაციის თარიღებს უკვე არკვევენ და აქტიურად ემზადებიან. გვინდა საშუალო საფეხური უფრო გააქტიურდეს და ამაში „ეტალონი“ გვიწყობს ხელს. გვინდა ამ პროექტს წარმატება ვუსურვოთ. ჩემი ოცნებაა ჩვენი მოსწავლე ვიხილო ფინალში“.

მესტიის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიანა ფალიანი:

„ფაქტია, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი და სახალისო აქტივობაა. ბავშვებიც საკმაოდ აქტიურობდნენ. შედეგებითაც არ ვარ უკმაყოფილო. პირველ ეტაპზე ზღვარი ძალიან ბევრმა მათგანმა გადალახა. გონიერი ბავშვები არიან და ალბათ, კარგ შედეგზეც გავლენ“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი გუჯეჯიანი:

„ეტალონს“ ძალიან კარგად ვაფასებ, ძალიან კარგი ღონისძიებაა. ბავშვები ჩემპიონატში აქტიურად არიან ჩართული. შედეგები ძალიან კარგია. მოლოდინიც ძალიან დიდი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მომავალშიც კარგი შედეგები ექნებათ, რადგან ძალიან გააქტიურებულები არიან“.

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ გუჯეჯიანი:

„მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული არიან „ეტალონის“ ჩემპიონატით და წინასწარ აქტიურად ემზადებიან. პირველ ეტაპზე ქულებიც ნორმალური დავდეთ და ვნახოთ, შემდეგ ეტაპზე რამდენი გადავა. მეორე ეტაპს ძალიან ელოდებიან. ვფიქრობ, სამი ბავშვი მაინც გადავა. მოსწავლეები ჩემპიონატში შარშანაც და შარშანწინაც მონაწილეობდნენ და უნდათ, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები“.

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი:

„ეტალონს“ რომ ძალიან დიდი როლი მიუძღვის ბავშვთა ცოდნის დონის ამაღლებაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბავშვებისთვის ძალიან დიდი სტიმულია. პირველ ეტაპზე ორი ბავშვი გვყავდა. მოლოდინები გვაქვს, ერთ მოსწავლეზე განსაკუთრებით. წარმატებებს ვუსურვებთ ყველას, მათ შორის პროექტის დამფუძნებლებს“.

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინე გიგდელიანი:

„პირველი ეტაპი წესების სრული დაცვით ჩავატარეთ. სულ 2 ბავშვი გვყავდა და აქედან, სავარაუდოდ, ერთი შემდეგ ეტაპზე გავა. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია. ჩვენი სკოლა შარშანდელი გამარჯვებულია. მესტიის „ეტალონის“ მოსწავლე ანა ჯაჯვანი გახდა. ამ პროექტმა ჩვენს სკოლას სახელი გაუთქვა. უფრო პოპულარულები გავხდით და უფრო მეტ ყურადღებას გვაქცევენ მუნიციპალიტეტიდანაც. მოკლედ, სკოლის პრესტიჟი აიწია. მეორე ეტაპისთვისაც დადებითი მოლოდინები გვაქვს. ვნახოთ რა იქნება“.

ასევე იხილეთ: მესტიის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

როგორ უნდა აიღოთ სკოლის ატესტატი და რა შემთხვევაშია ფასიანი 

„წლებია ვსაუბრობთ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების მნიშვნელობაზე“ - ანგარიში

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება