სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

გაიცანით ხულოელი გოგონები, რომლებიც ჩინეთში სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ
10-09-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში 2020 წელს, ჩინეთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. გუნდი საქართველოს მასშტაბით „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის გამარჯვებულია.

დები, მარი და თაკო რიჟვაძეები, ლიზი რიჟვაძე და ნინო აბულაძე - ეს არიან გუნდის წევრი გოგონები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადაზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ყოველდღე თავდაუზოგავად შრომობენ.

etaloni.ge თითოეულ მათგანს გაგაცნობთ:

მარი რიჟვაძე

„მეათე კლასში ვარ. მაგიდის ჩოგბურთის თამაში მეორე კლასიდან დავიწყე და დღემდე აქტიურად ვთამაშობ. ვცდილობ ბევრი ვიშრომო. დღეში 3-4 საათის მაინც ვუთმობ ვარჯიშს. შარშან საქართველოს ჩემპიონატზე ჩემს ასაკში პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდის ყველა წევრი ბევრს ვარჯიშობთ და ვემზადებით ჩინეთში წასასვლელად. სამწუხაროდ, ხარჯების გამო, გასვლით შეკრებებზე ხშირად და ყველა ვერ დავდივართ, თუმცა სკოლის სპორტის მასწავლებელი ბევრს გვავარჯიშებს“.

თაკო რიჟვაძე

„მაგიდის ჩოგბურთს თამაში პატარაობიდან, მე-3 კლასიდან, დავიწყე და დღემდე მივყვები. უკვე მეათე კლასში ვარ. ვარჯიშს ყოველდღე დილიდან ვიწყებ და დარბაზში 2-3 საათს ვატარებ. სხვადასხვა ტურნირში ვმონაწილეობ. ვარ საქართველოს სამგზის ჩემპიონი და არაერთი ღია ტურნირის ჩემპიონი. პატარაობიდან უდიდესი სურვილი მქონდა სპორტის რომელიმე სახეობაში ჩემპიონი გავმხდარიყავი. პირველობისთვის ბრძოლა მაძლევდა სტიმულს. სპორტული კარიერა სამომავლოდაც უნდა გავაგრძელო. მინდა მასწავლებელი გავხდე და ყველას ვასწავლო მაგიდის ჩოგბურთის თამაში“.

ნინო აბულაძე

„უკვე 10 წელია მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობ. ახლა მე-11 კლასში ვარ. სხვადასხვა ჩემპიონატზე წარმატებებს მივაღწიე. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვარ და საზღვარგარეთაც დავდივარ შეჯიბრებებზე. მაგიდის ჩოგბურთს თითქმის დღის ნახევარს ვუთმობ. გასვლითი შეკრებები გვაქვს ხოლმე. ახლა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგვაფინანსა და ათდღიან გასვლით შეკრებაზე მივდივართ. რესურსი საკმარისად არ გვაქვს, რადგან სკოლას დიდი ბიუჯეტი არ აქვს, თუმცა როგორც შეუძლია ხელს გვიწყობს. იმედი მაქვს, რომ ბევრის იმედებს გავამართლებ. სკოლის დასრულების შემდეგ, ვაპირებ მწვრთნელის ლიცენზია ავიღო“.

ლიზი რიჟვაძე

„მეათე კლასში ვარ და 8 წელია, რაც მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობ. თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ და დღეში დაახლოებით, 2-3 საათს ვუთმობ თამაშს. ვარ საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საუკეთესი მოთამაშე. მაგიდის ჩოგბურთი ძალიან მიყვარს. თამაში სასიამოვნოცაა და ჯანსაღი ცხოვრების წესსაც იცავ. ჩინეთში სათამაშოდ მაქსიმალურად ვემზადებით. უდიდესი სურვილი გვაქვს ათეულში მაინც შევიდეთ. სკოლაში ამისთვის მაქსიმალურად გვიწყობენ ხელს“.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩინეთში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება. მასში საქართველოდან 7 სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აჭარის რეგიონიდან კი, მხოლოდ ქვემო ვაშლოვანის სკოლა იასპარეზებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება