სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გახარიას თქმით, მთავრობა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფაზე იმსჯელებს
06-09-2019
-
+


პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარია დღეს დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გიორგი კახიანის კითხვას,  განხორციელდება თუ არა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები და შესაძლოა თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ გაიყოს? - გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხს დამატებითი მსჯელობა სჭირდება

„ამას დასჭირდება მაქსიმუმ ორი-სამი კვირა. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს, მობრუნდება პარლამენტში და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გავაკეთოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მცირე მთავრობა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ პრინციპთან ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. თუმცა, თუ მცირე მთავრობის კომპონენტი და კრიტერიუმი მოდის წინააღმდეგობაში ეფექტურობასთან, გარკვეული დარგების მართვის ნაწილში, აქ გარკვეული კომპრომისების დაშვება შესაძლებელია. გპირდებით, რომ ვიმსჯელებ თქვენთან ერთად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება