სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მშობელი ბაღის რიგში ბავშვის დაბადებამდე დგება - როგორია სკოლამდელი განათლება გერმანიაში
04-09-2019
-
+


გერმანიაში მშობელი ბაღის რიგში ბავშვის დაბადებამდე დგება - etaloni.ge მოგითხრობთ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული გერმანიაში ბავშვის ბაღში შეყვანა და  როგორ არის მოწყობილი სკოლამდელი განათლება ამ ქვეყანაში.

გერმანიაში ბავშვის ბაღში შეყვანა სამიდან - ექვს წლამდე არის შესაძლებელი - შემდეგ კი სავალდებულო სასკოლო განათლება იწყება. არსებობს ასევე ბაგა ბაღები, რომლებიც ბავშვებს სამ წლამდე იღებენ.

სკოლამდელი დაწესებულებები ადგილობრივი ხელისუფლების, რელიგიური ორგანიზაციების და კერძო საზოგადოებრივი გაერთიანებების ზედამხედველობის ქვეშაა. 

ბაგა ბაღები

ბაგა ბაღებში (Kinderkrippe) ბავშვებს ორი თვიდან სამ წლამდე იღებენ. ზოგიერთი დაწესებულება ღია კარის დღეს აწყობს. მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ჯგუფში რამდენიმე საათი გაატარონ და დააკვირდნენ თუ როგორ უვლიან ბავშვებს და ასევე აღსაზრდელების დღის რეჟიმს გაეცნონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბაგა-ბაღები პოპულარობით სარგებლობს და ასეთი დაწესებულებები სახელმწიფო დაფინანსების წყალობით სულ უფრო და უფრო მეტი იხსნება, ადგილები მაინც კრიტიკულად ცოტაა. სამწუხაროდ, ადგილის ლოდინი მშობლებს ძალიან დიდხანს უხდებათ და ბევრი მშობელი რიგს ჯერ კიდევ ორსულობისას იკავებს.



ქვეყანაში შესაძლებელია ბაგა ბაღების მოძებნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მშობლები დაწესებულების ადმინისტრაციას ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით უკავშირდებიან და შეხვედრას უნიშნავენ, შეხვედრაზე მშობელმა უნდა წარადგინოს სამსახურის ცნობა, ბავშვის ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი და „ყვითელი დაკვირვების რვეული“ (gelbes Vorsorgeheft). მას დედას შვილის დაბადებისას აძლევენ და მასში ბავშვის ყველა გამოკვლევის შედეგებს აფიქსირებს. ამის შემდეგ ბავშვი მომლოდინეთა სიაში შეჰყავთ. თეორიულად ადგილის დაკავება რამდენიმე ბაგა ბაღში არის შესაძლებელი, მაგრამ თითოეულ ქალაქში და თითოეულ ფედერალურ მიწაზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეზღუდვები არსებობს.

თუ ადგილები არ გამოჩნდა, მშობლები არასრულწლოვანთა ზედამხედველობის ორგანოებს (Jugendamt) მიმართავენ. ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლები შეეცდებიან თავისუფალი ადგილის მოძებნას. მათთან შეხვედრაზე ასევე აუცილებელია სამსახურიდან ცნობის ან ნებისმიერი დოკუმენტის მიტანა, რომელიც ამტკიცებს რომ მშობელი დასაქმებულია.

გერმანიაში ბაგა ბაღები ფასიანია. მათი ღირებულება რეგიონზეა დამოკიდებული და თვეში 50-დან 500 ევრომდე ღირს. მაგრამ დაბალშემოსავლიანი ოჯახებს ფასდაკლებები და ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის ბაღში უფასოდ ტარების უფლებაც აქვთ. 



საბავშვო ბაღები

საბავშვო ბაღები (Kindergarten) განათლების სახელმწიფო სისტემას არ მიეკუთვნება. ბაღში სიარული სავალდებულო არ არის, მაგრამ მშობლების უმეტესობა არჩევანს მათ სასარგებლოდ აკეთებს. საბავშვო ბაღებში სიტუაცია დაახლოებით იმდაგვარივეა, როგორ ბაგა ბაღებში: მსურველი ბევრია, ადგილი კი ცოტა.

ბავშვები საბავშვო ბაღში რამდენიმე საათს ატარებენ (8-დან 12 ან 13-დან 17-საათამდე) ან მთელი დღე რჩებიან (8-დან 17-საათამდე). ბუნებრივია, თუ ბავშვი საბავშვო ბაღში დილიდან საღამომდეა, მშობლებს მეტის გადახდა უწევთ.

ბავშვის საბავშვო ბაღში ჩასაწერად საჭიროა ე.წ. საშვი (Betreuunggutschein). საბავშვო ბაღში ადგილის მიღება მის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ის მშობლებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. საშვს არასრულწლოვნების ზედამხედველობის ორგანო (Jugendamt) გასცემს. საშვზე განაცხადი შეაქვთ ბავშვის საბავშვო ბაღში შეყვანამდე არაუმეტეს ცხრა და არაუგვიანეს ორი თვისა.

შემდეგი ნაბიჯი არის განცხადების ფორმის შევსება (Antragsformular). განაცხადის შევსებისას საჭიროა დასაბუთება რატომ არის საბავშვო ბაღში ადგილი ასეთი აუცილებელი. როგორც კი საშვი აღებულია, საჭიროა მშობელმა ორი თვის განმავლობაში ბაღს ბავშვის ჩასარიცხად მიმართონ.

საბავშვო ბაღების მოსახურების ფასი დამოკიდებულია საცხოვრებელ ადგილზე, მშობლების შემოსავლებსა და ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე. 



ბოლო წელი სკოლამდე

გერმანიაში ბავშვები ჩვეულებრივ სკოლაში 6 წლის ასაკში მიდიან. სკოლამდე ერთი წლის განმავლობაში ბავშვებს მეცადინეობები უტარდებათ, რომლის მიზანია მათი სკოლისთვის მომზადება. თითქმის ყველა ფედერალურ მიწაზე ის საბავშვო ბაღების პროგრამაში არის ჩართული.

ზოგიერთ ქალაქებში, მაგალითად, ჰამბურგში, ასეთი მეცადინეობები სკოლაში ტარდება, რომელშიც ბავშვები, სავარაუდოდ, მომზადების შემდეგ სწავლას გააგრძელებენ. ასე ბავშვები ეჩვევიან ახალ გარემოს და ნაკლებ სტრესს განიცდიან სასწავლო წლის დაწყებისას.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება