სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
30-08-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა.

ბადრი მაისურაძე 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. 2019 წელს მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ვერდის ფესტივალს საქართველოში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი მაისურაძე გახლდათ ბუსეტოს ვერდის სახელობის თეატრის, პუჩინის ფესტივალის, კორეის ნაციონალური ოპერის, ჰონგ-კონგის ოპერის, სანკტ-პეტერბურგის მიხაილოვსკის სახელობის თეატრის კონსულტანტი, ასევე, ხელმძღვანელობდა ART FESTIVAL-ის (პრაღა და უმბრია) და მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალებს.

"ბადრი მაისურაძე ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრია, როგორებიცაა: ბუსეტოს საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“, პარიზის ვინჩენცო ბელინის სახელობის კონკურსი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის ვოკალისტთა კონკურსი, მელბურნის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, საოპერო მუსიკის კონკურსი „ჯოვანი მარტინელი-აურელიანოპერტილე“ (ჟიურის თავმჯდომარე). იგი თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN ჟიურის თავმჯდომარეა.

იგი არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორისაა, ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი (ესპანეთი) და იუსი ბიორლინგის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (შვედეთი). ბადრი  მაისურაძე მეგობრობის საერთაშორისო ორდენის კავალერია.

ბადრი მაისურაძის საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო - ლიეჟის სამეფო ოპერის თეატრში, ხოლო მას შემდეგ, მოღვაწეობდა მსოფლიოს წამყვან თეატრებში, მათ შორისაა მილანის LaScala, ვენის Staatsoper, ბერლინის DeutscheOper, ფლორენციის TeatroComunale, მადრიდის TeatroReal, ნეაპოლის TeatrodiSanCarlo, პალერმოს TeatroMassimo, ბარსელონას GranTeatredelLiceu, დრეზდენის Semperoper, პარიზის ნაციონალური ოპერა, სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრი, სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრი, მონპელიეს ნაციონალური ოპერის თეატრი, მოსკოვის დიდი თეატრი, კანადის ოპერის თეატრი, ოპერა ავსტრალია, ლისაბონის TeatroNacionaldeSãoCarlos, მალტის სამეფო ოპერის თეატრი, ისრაელის ოპერა, ტულონის ოპერის თეატრი, ახალი ზელანდიის ოპერა, კეიპტაუნის ოპერა, და სხვა.

2004 წელს ბადრი მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო მილანის LaScala-ს საოპერო სეზონის გახსნაში. ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის მანძილზე მას თანამშრომლობა აკავშირებს ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორისაა სეიჯიოძავა, ზუბინ მეტა, დანიელ ორენი, ანტონიო გუადანიო, მარჩელო ვიოტი, მაურიციო ბარბაჩინი, პეტერ ფერენეცი, კარლო რიცი, არვო ვოლმერი, ალექსანდრ ვედერნიკოვი, მაურიციო არენა, გარსია ნავარო, მაურიციო ბენინი, ჯორჯო მორანდი, ნელო სანტი, ლოურენს ფოსტერი, ჯანსუღ კახიძე, გივი აზმაიფარაშვილი, ოდისეი დიმიტრიადი და ასე შემდეგ.

ბადრი მაისურაძემ განათლება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მილანსა და მოსკოვში. ფლობს ქართულ, იტალიურ, რუსულ და ინგლისურ ენებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

ავტორიზაციის საბჭო სასწავლებლებისთვის სტუდენტთა რაოდენობის გაზრდასა და მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელებს - დეტალები

იცვლება თუ არა საჯარო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი და პროცედურები - საბჭოს წევრები დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ

„შეტევითი ხველა და სტვენითი სუნთქვა“... -  საყურადღებო სიმპტომები და კორონავირუსის მომატებული შემთხვევები

დიდ ხუთშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - სააღდგომო არდადეგების კალენდარი ცნობილია

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

სკოლამ დაისახა მიზნად, დიაგნოსტიკური წერები გახდეს სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, რომელთაც აღნიშნულ თემაზე საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება