TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როდესაც ბავშვი მაღაზიაში ისტერიკას აწყობს - რა  უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა?
07-08-2019
-
+


ბავშვური ისტერიკები შვილებთან ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო მხარეა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის გაუთავებელ „მიყიდეს, მიყიდეს" ხშირად ისტერიკა და მაღაზიაში იატაკზე ხოხვაც ერთვის.

ისტერიკის  დროს ბავშვი ენერგიულად გამოხატავს თავის ემოციებს: ის შეიძლება დაეცეს იატაკზე, იყვიროს ხმამაღლა. როდესაც ცდილობთ ბავშვი ხელში აიყვანოთ, ან ფეხზე წამოაყენოთ, ის იწყებს წინააღმდეგობის გაწევას, რაც გამოიხატება აგრესიით  მშობლის მიმართ. 

ბავშვს შეუძლია გულწრფელად განიცადოს ძლიერი გრძნობები, ან მას შეუძლია დემონსტრაციულად მოაწყოს  ისტერიკა. ბავშვი ამ ქცევით  ცდილობს მიაღწიოს სასურველ შედეგს. ამიტომ, ხშირად ბევრ მშობელს, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ბავშვის ისტერიკა, აქვთ მცდარი წარმოდგენა, რომ თუ ბავშვთან ერთად მიდის მაღაზიაში, მაშინ მას, რა თქმა უნდა, რამე უნდა უყიდოს. ამრიგად, თვითონ მშობელი აჩვევს  ბავშვს იმ ფაქტს, რომ მაღაზია არის ადგილი, სადაც ის მუდმივად იღებს ტკბილეულს ან ახალ სათამაშოს. მაშინაც კი, თუ თავდაპირველად მაღაზიაში მისი იქ შესვლის  მიზანი მხოლოდ პურის, რძისა და ხაჭოს შეძენა იყო.

ყოველ ჯერზე მაღაზიაში წასვლისას,  ბავშვისთვის  რაიმე ტკბილის, ან სათამაშოს ყიდვა საკმაოდ მავნე ტრადიციაა, რომელსაც მშობელი თვითონ აჩვევს  ბავშვს. ლოგიკურია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვი ყოველთვის მოითხოვს მაღაზიაში რაიმეს ყიდვას. 

წინასწარ აუხსენით თქვენს შვილს, რატომ მიდიხართ მაღაზიაში და რის  ყიდვას აპირებთ. უთხარით თქვენს შვილს, რომ არ აპირებთ ტკბილეულის ან სათამაშოების ყიდვას. აუხსენით, რომ მაღაზიაში წასვლის მიზანი სასურსათო ნივთების ყიდვაა.

თუ ბავშვს შეუძლია წაიკითხოს, დაწერეთ საჭირო პროდუქტების სია. ყიდვის პროცესში ჩართეთ ბავშვი - დაე, მან თავად აირჩიოს პროდუქტები თქვენთან ერთად, შემდეგ კი განათავსოს  ისინი კალათაში. აუხსენით, რატომ ანიჭებთ უპირატესობას კონკრეტულ პროდუქტს.

წინასწარ იფიქრეთ იმაზე, თუ რით დაიკავებთ თქვენს შვილს მაღაზიაში, მუდამ ატარეთ ჩანთით რამე სათამაშო, რითაც გაართობთ ბავშვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

მოზრდილ ბავშვს შეგიძლიათ მაღაზიაში შესვლამდე შეუთანხმდეთ, რომ უყიდით მხოლოდ ერთ კანფეტს ან შოკოლადს. ადრე თუ გვიან, ბავშვი მიხვდება, რომ ვერ უყიდით ყველაფერს, რასაც მოითხოვს. 

ასევე, მშობლებს განსაკუთრებით უხერხულებას უქმნის ის მომენტი, როდესაც ბავშვი  საზოგადოებრივ ადგილზე აწყობს ისტერიკას. სირცხვილი  სხვა ადამიანების წინაშე მშობლებს აიძულებს გააკეთონ ის, რაც ბავშვმა მოითხოვა და ამით გააჩუმონ ის. ეს არ არის სწორი რეაქცია. როდესაც ბავშვი ისტერიკით მიაღწევს სასურველ შედეგს, ის ისევ და ისევ მიმართავს ამ ხერხს. თუ ბავშვი დისკომფორტს უქმნის სხვა ადამიანებს და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დატოვოთ ეს ადგილი, მოკიდეთ  ბავშვს ხელი და წაიყვანეთ იქ, სადაც თქვენს გარდა არავინ იქნება. არ უყვიროთ, არ ეჩხუბოთ. ამით უარესად გაღიზიანებთ მას. უბრალოდ იყავი ახლოს და დაელოდოთ სანამ იგი დამშვიდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება