| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიმპტომები:
1. ინტოქსიკაცია
პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში სრულფასოვანი ცხოვრებით „ცხოვრობენ“ - იკვებებიან, მრავლდებიან, გამოყოფენ ტოქსინებს, რითაც ორგანიზმს წამლავენ. ხშირად ბავშვები უჩივიან თავის ტკივილს ან გულისრევას. ქვეითდება მადა, თავს იჩენს მოთენთილობა და გაღიზიანებადობა.
2. წონაში კლება
ჭიებით დასნებოვნების თვალსაჩინო ნიშანია ბავშვის წონის მკვეთრი კლება. თუ ბავშვი კარგად ჭამს, წონაში არ იმატებს და მხოლოდ კარგავს მას, აუცილებელია მისი სასწრაფოდ პედიატრთან წაყვანა.
3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი დიარეა, ყაბზობა, კოლიკა, მუცლის ტკივილი, ქავილი ანალურ არეში - ორგანიზმში პარაზიტების მოხვედრის ნიშანია.
4. ალერგიული რეაქციები
ხშირად პარაზიტებით დასნებოვნების დროს კანზე გამონაყარი ჩნდება. გამონაყარი პარაზიტების გამოყოფილი ტოქსინების შედეგია. ასეთი გამონაყარი დერმატოლოგიური საშუალებებით მკურნალობას ფაქტობრივად არ ექვემდებარება. თუ ბავშს ალერგია აქვს, მაშინ ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე რეაქცია შესაძლოა საკმაოდ მწვავე იყოს.
5. სხეულის ტემპერატურის მომატება
დასნებოვნებულ ბავშვის სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა პერიოდულად 37,5 გრადუსამდე აიწიოს.
6. გემოვნება
ორგანიზმში პარაზიტების არსებობის გამო, ბავშვს შესაძლოა გემოვნება შეეცვალოს. ხშირად ბავშვი იწყებს უფრო მეტად გლუკოზის შემცველი პროდუქტის ჭამას.
7. ანემია
იმის გამო რომ პარაზიტები ბავშვის ხარჯზე იკვებებიან, მას შეიძლება გამუდმებით აკლდეს ვიტამინები და მიკროელემენტები. ამ ფონზე ბავშვს შესაძლოა ანემია განუვითარდეს, რომელიც ფერმკრთალი კანით, თვალის გარშემო წრეებითა და თაბრუსხვევით ხასიათდება.
თუ ბავშვს მსგავსი ნიშნები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ლაბორატორიაში ანალიზები ჩააბაროთ. დროულად დაწყებული მკურნალობა ბავშვს პარაზიტების ნეგატიური გავლენისგან და მძიმე შედეგებისგან დაიცავს.
იხილეთ ასევე: დაავადებები, რომლებიც ბავშვებმა ქვიშაში თამაშის დროს შეიძლება შეიძინონ
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა