სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბაღდათში ''ეტალონის'' დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადებიან
01-05-2017
-
+


ბაღდათის ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.    

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.        

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.     

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის კახა გოგნაძის თქმით, ''ეტალონმა'' დიდი ინტერესი გამოიწვია:   

''ეტალონი'' რამდენიმე წელია, რაც ჩვენთან ტრადიციულად ტარდება. ის გამოირჩევა არა მხოლოდ საგანმანათლებლო ინტელექტუალური კუთხით, არამედ სანახაობრივი თვალსაზრისით. შესარჩევმა ტურმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩართულობა მაღალი იყო. ჩვენ წელსაც გამოვნახეთ საშუალება ფინანსური თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთი დღე გვეჩუქებინა ჩვენი ბავშვებისთვის. ყველა ეტაპი გავლილია და ახლა ბავშვები დასკვნით ტურს ელოდებიან. ბაღდადის მუნიციპალიტეტი აქტიურად ერთვება მედიაპროექტ ''ეტალონის'' განვითარებაში.'' 

ბაღდათის რესურსცენტრის  უფროსის მ.შ. ხათუნა ახალაძემ აღნიშნა, რომ შესარჩევი ტური ორგანიზებულად ჩატარდა:

''ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტის ხელშეწყობით. გამგეობის წარმომადგენლები სკოლებში ტესტირების პროცესებს აკვირდებოდნენ. მე ყოველთვის მივესალმები ასეთი პროექტების არსებობას და ყოველთვის მხარს დავუჭერ.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება