სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას მიირთმევენ ბავშვები საუზმეზე სხვადასხვა ქვეყანაში
21-07-2019
-
+


ითვლება, რომ საუზმე - დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. საინტერესოა, რას ჭამენ დილით ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა უაიტეკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში.

ნათანიელ ვიტჩი პიკარდი, 6 წლის, პარიზი





მენიუ: კივი, კანაპე, შუაზე გაჭრილი პური-ბაგეტი ნაღების კარაქითა და მაყვალის ჯემით, ცივი რძე და მუსლი, ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი.

დოა განს გურსო 8 წლის, სტამბოლი





მენიუ:
თაფლი და ნაღები, ტოსტები, შავი და მწვანე ზეთისხილი, ერბოკვერცხი ცხარე სოსისით, ნაღების კარაქი, კარგად მოხარშული კვერცხი, ყურძნის სიროფი, ცხვარის, თხისა და ძროხის ყველის ასორტი, კომშის და მაყვლის ჯემი, ფუნთუშა და პური, პომიდორი, კიტრი, თეთრი ბოლოკი და სხვა ცოცხალი ბოსტნეული, ხალვა, რძე და ფორთოხლის წვენი. 

საკი სუძუკი, 2 წლის, ტოკიო





მენიუ: თეთრი ბრინჯი, სოიოს წვნიანი, სოიოს სოუსში მოთუშული ყაბაყი, ტკბილი სასმელი, დამარინადებული კიტრი, ომლეტი და გრილზე მომზადებული ორაგულის ნაჭერი.

ემილი კატუმბა, 7 წლის, მალავი, აფრიკა





მენიუ:
სიმინდის ფაფა სოიოს და არაქისის ფქვილით, სიმინდის ფქვილის ბლინები, ნიორი, წიწაკა ჩილი მოხარშულ ტკბილ კარტოფილთან და გოგრასთან ერთად. ასევე ჰიბისკუსის ხმელი ყვევილებისგან და შაქრისგან დამზადებული წვენი. 

ვივ ბოურდრეზი, 5 წლის, ამსტერდამი





მენიუ: რძე და შოკოლადის ნაფხვენებით დაფარული კარაქიანი პური.

ბირტა გუდრუნ ბრინიარსდოტირი, 3 წლის, რეიკიავიკი, ისლანდია 





მენიუ: 
შვრიის ფაფა - ისლანდიაში ძირითადი საუზმეა. ასევე ბირტა ყოველ დილით ერთ ყლუპ ვირთევზას ღვიძლის ზეთს სვამს. ქვეყანაში, სადაც ზამთარში მზის სინათლის ნაკლებობაა, ბავშვებს D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. ამ ვიტამინით მდიდარი კი თევზის ქონია, რომლის დალევასაც საუზმისას ბირტა მიჩვეულია.

არიცია დომენიკა ფერეირა - 4 წლის და ჰოაკიმ ხორხე ფერეირა გომესი - 2 წლის, სან-პაულუ, ბრაზილია




მენიუ: კაკაო. ჰოაკინი უპირატესობას რძიან ყავა - „ლატეს“ ანიჭებს. ბრაზილიელი მშობლებისთვის მიღებულია ბავშვებისთვის ყავის მიცემა - ეს კულტურული ტრადიციაა. ასევე მენიუშია პური, ლორი, ყველი და ნაღების კარაქი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება