სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„იმ მასწავლებლის ადგილი, რომელიც საკუთარ საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებს, სკოლაში არ არის“ - ბერიკა შუკაკიძე
22-07-2019
-
+


„ახალი სქემის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მასწავლებლის სტატუსის ცვლილება მხოლოდ გამოცდის საშუალებით ხორციელდება, თუმცა, შესაძლოა შევიმუშავოთ პედაგოგთა უფრო მაღალ კატეგორიაში გადასვლის სხვა აქტივობებიც, რასაც მუშაობის პროცესში გამოვავლენთ“, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „საბუთომანია“ სკოლებში საბოლოოდ უნდა დასრულდეს და მასწავლებელმა მეტი დრო საკლასო ოთახში მუშაობას უნდა დაუთმოს:

- რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ და ვაზუსტებთ, შესაძლოა, სხვა აქტივობებიც გამოვავლინოთ, რის საშუალებითაც მასწავლებელი სტატუსს აიმაღლებს, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია ახლა გითხრათ, ის არის, რომ სტატუსის ცვლილება აუცილებლად იქნება დამოკიდებული გამოცდის შედეგებზე. ჩვენ გვინდა ისეთი ინიციატივებით შემოვიდეთ, რომელიც დაეხმარება პედაგოგს, მეტი დრო დაუთმოს მოსწავლეებთან მუშაობას და არა საბუთების შეგროვებას, ატვირთვა-ჩამოტვირთვას და ეს დრო საკლასო ოთახს არ მოაკლოს. პედაგოგის პროფესიული განვითარების კრიტერიუმებს, რომელსაც მას სკოლა დაუდგენს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, - დავუდგენთ კონკრეტულ ტრენინგებს, გადავამზადებთ ამა თუ იმ საკითხში, პროფესიული განვითარების კუთხით, ექნებათ პროფესიული განვითარების პორტფოლიო, რომელსაც პედაგოგი წლის განმავლობაში განახორციელებს. მას აღარ დასჭირდება არც საბუთების ატვირთვა, არც ჩამოტვირთვა, ზედმეტი საბუთომანიის გარეშე, მასწავლებელი შეინარჩუნებს სტატუსს.

როგორც ცნობილია, პრაქტიკოს მასწავლებლებს 2019 წლის ბოლომდე, ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში კი, ახალი რეგულაციის შესაბამისად, პედაგოგს, სავარაუდოდ, გაუფორმდება დროებითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, ვადის ამოწურვის შემდეგ, ის სკოლას დატოვებს.

კითხვაზე, ხომ არ არის საშიშროება იმისა, რომ აღნიშნული რეგულაციის განხორციელების შემთხვევაში, სკოლა გარკვეული რაოდენობის მასწავლებელმა დატოვოს და შესაძლოა, ბევრი ვაკანტური ადგილიც დარჩეს, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს, რომ იმ მასწავლებლის ადგილი, რომელიც საკუთარ საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებს, სკოლაში არ არის:

- მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში გამოცდის ჩაბარების გარეშე, მასწავლებელი პროფესიაში არ რჩება. მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი და საგნის ცოდნის გარეშე, პედაგოგის სკოლაში შეშვება არ შეიძლება. მასწავლებელმა საგანი უნდა იცოდეს, შემდგომ მისი პროფესიული უნარების დახვეწა ტრენინგებით კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ თქვენ, მაგალითად, ფიზიკა არ იცით, ფიზიკის მასწავლებლად როგორ უნდა იმუშავოთ? რით დავადგინოთ, იცით თუ არა ფიზიკა, თუ გამოცდაზე არ გახვალთ? - ამას გარეგანი დაკვირვებით ვერ მივხვდებით! საგნის ცოდნა არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა. იმისათვის, რომ თქვენი საგნის კარგი მასწავლებელი იყოთ, უნდა ჩამოიყალიბოთ პროფესიული უნარ-ჩვევებიც, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში არც ესაა საკმარისი... მაგრამ თუ საგანი არ იცით, მასწავლებელი ვერ იქნებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება