| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ტარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს აფრთხილებს:
„გამოცხადდით საგამოცდო ბარათზე აღნიშნულ მისამართზე, ბარათზე მითითებული განრიგის მიხედვით და გაიარეთ რეგისტრაცია;
გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო), რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ კი გამოცდაზე არცერთი აპლიკანტი აღარ დაიშვება;
გახსოვდეთ, რომ აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლის (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ე.წ. ტუშის) კალმისა (0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით);
მოათავსეთ მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები (წიგნები, ჩანთები და სხვ., რომელთა შეტანა საგამოცდო აუდიტორიაში არ შეიძლება) კოორდინატორის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე“,-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წელს დაფინანსების გასაუმჯობესებლად 4 500-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ შეძლებს დაფინანსების გაუმჯობესებას, აქამდე მოპოვებული გრანტი შეუნარჩუნდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი