სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის კურსადამთავრებულებისა და პედაგოგებისათვის კაბადოკიაში დაუვიწყარი ექსკურსია მოეწყო
28-06-2019
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის კურსადამთავრებულებისა და პედაგოგებისათვის კაბადოკიაში დაუვიწყარი ექსკურსია მოეწყო.

სკოლა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ უგრეხელიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გუგავას, მერიისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებს და ასევე ბატონებს სერგო ხაბულიანს და გოგი გუგავას იდეის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობას უხდის. 

„წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის სამშობლო, ვაზის ქვეყანა, გორემეს ღია მუზეუმი, ტოკალის ეკლესია, „შენ ხარ ვენახის“ ხატით, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, სვიმონ მესვეტეს კელია, მიწისძვრისაგან განადგურებული სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, წმინდა გიორგის სახლით და კიდევ რამდენი!..

ჩვენი პროფესიონალი მძღოლი, მალხაზ თუთისანი, რომელიც ექსკურსიამძღოლობასაც შესანიშნავად ითავსებს, რაშიც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას დავრწმუნდით, ყოველნაირად ცდილობდა, ყველა ღირსშესანიშნაობა ეჩვენებინა და ბოლომდე კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით აღსავსე დავეტოვებინეთ. დიდი მადლობა ამ საუკეთესო პიროვნებასა და კარგ ლეჩხუმელს!

რომ არა გულისხმიერი ადამიანების ხელშეწყობა, იდეის განხორციელებას ვერ შევძლებდით, რისთვისაც უზომოდ მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ: უპირველესად ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი გუგავა, მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურები, ასევე ბატონები სერგო ხაბულიანი და გოგი გუგავა..მათი ფინანსური დახმარება დიდი შეღავათი იყო სოციალურად შეჭირვებული ოჯახების შვილთათვის.

შეუძლებელია, ვერ დაინახო და იგრძნო ის მზრუნველობა და მხარდაჭერა, რომელსაც დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ახალგაზრდების მიმართ იჩენს, რისთვისაც, კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებთ მათ!

ლეჩხუმს საუკეთესო ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომლებიც, გვჯერა, ამ ამაგსაც დააფასებენ და თავიანთ ღირსეულ სიტყვასაც იტყვიან მშობლიური კუთხის განვითარების საქმეში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება