სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები

წარმატების მოლოდინი და ემოცია - როგორ ემზადება თბილისის N71 საჯარო სკოლა ბოლო შემაჯამებელი ტესტისთვის
29-06-2019
-
+


ხვალ 2018-2019 სასწავლო წლის „ბოლო შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“ და წარმატების მოლოდინი და ემოცია სულ უფრო მატულობს...

მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შესაჯამებლად ემზადებიან, ოჯახები შვილების წარმატებით ხარობენ, სკოლები კი მზრუნველი შრომის ნაყოფს იმკიან.

როგორ აჯამებენ Izrune.ge-სთან ერთად განვლილ წელს თბილისის N71 საჯარო სკოლაში - გვსურს, 1 გ კლასის წარმატებული გამოცდილება გაგიზიაროთ:

Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო გახადა. ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად და დიდი ემოციებით ელოდებოდნენ ბავშვები ახალი ტესტის შესრულებას. საკითხებს განვიხილავდით კლასში და ვმსჯელობდით პასუხებზე. პორტალი მოსწავლეებს ცოდნის დონის განმტკიცებასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობაც გაიზარდა. Izrune.ge- სთან ერთად ბავშვები მეტად მოტივირებულები არიან და ყოველი შესრულებული ტესტი მათი ცოდნის დონის ზრდაზე მიუთითებს. გვახარებს წარმატებულად დასრულებული სასწავლო წელი, 30 ივნისის შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით და პორტალთან ერთად მეტი წინსვლის იმედი გვაქვს,-“.აღნიშნა 1 გ კლასის დამრიგებელმა თინათინ ლაცაბიძემ.

აქტიური კლასის ერთ-ერთი წარმატებული წევრები სანდრო შერმაზანაშვილი და თათული მათიაშვილი არიან, ბავშვებს, ისევე, როგორც მათ თანაკლასელებს, განსაკუთრებით წამახალისებელი მიდგომები ახარებთ:

„ტესტებს ყურადღებით ვაკეთებთ, მაგრამ ერთი სული გვაქვს, როდის გავიგებთ შეძახილს, ვარსკვლავებს დავაგროვებთ და დიპლომებით გავახარებთ მშობლებს. Izrune.ge-სთან ერთად უფრო ხალისით ვმეცადინეობთ, ახლა განვლილ მასალას ვიმეორებთ , ენციკლოპედიებს ვკითხულობთ და შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით.“

სანდროს მრავალმხრივ განვითარებაზე დედა, ეკა ქვრივიშვილი განსაკუთრებულად ზრუნავს, ამბობს, რომ წარმატებული მზრუნველობის შემდეგ Izrune.ge-ს დიდი გულშემატკივარი გახდა:

„სანდროსთვის სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად საინტერესოდ და წარმატებულად დაიწყო. შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირეველი ტესტები მთელი წლის განმავლობაში მას განსაკუთრებულ მოლოდინსა და სტიმულს უქმნიდა. სკოლა აკადემიურ განათლებას აძლევს მოსწავლეებს, Izrune.ge კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათ წარმატებისთვის საჭირო უნარებს უვითარებს, იქნება ეს დამოუკიდებლად მუშაობა, საკითხზე კონცენტრაცია თუ მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილების მიღება. გვახარებს, რომ პორტალის აქტიური წევრები ვართ და სექტემბრიდან მეტ წარმატებას ველით Izrune.ge-სთან ერთად.“

თათულის მზრუნველი მშობელი მარინე ასანიძეა, ოჯახი ბოლო შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ელოდება და Izrune.ge-სთან ერთად დიდი წარმატების იმედი აქვს:

„დაწყებით კლასებში სწავლების სწორი მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დროს ფორმირდება მოსწავლის დამოკიდებულება განათლებისა და წარმატების მიმართ. თათული ყოველ ხუთშაბათსა და შემაჯამებელ ტესტს განსაკუთრებული ხალისით ელოდება, დაკვირვებით, გამართულად კითხულობს კითხვებს და სწორ პასუხებამდე მსჯელობით მიდის. რაც მთავარია, მისთვის სწავლის პროცესი საინტერესო და მამოტივირებელია. ახლა 30 ივნისს ველოდებით, რომ წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა ეფექტურად შევაჯამოთ და სექტემბრიდან მეტი შემართებით გავაგრძელოთ წინსვლა.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება