სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ჩხოროწყუს ეტალონში'' პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილის სკოლას, გამგეობა ფულად პრიზებს გადასცემს
24-04-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩხოროწყუს კულტურის სახლში ჩატარდა.  


ჩხოროწყუს გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას გამგებელი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსი ინგა პაპასქირი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

''ეტალონის'' მონაწილეებს მუსიკალური ნომრებით ამხნევებდნენ. ანსამბლი სტუდია ''აისი'' (ხელმძღვანელი ქეთინო აფხაზავა) კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სიმღერით ''ჩემი საქართველო აქ არის'' წარსდგა აუდიტორიის წინაშე, მარიამ მამფროიასა და მარიამ ქობალიას ''დუეტმა'' ''თბილისშიც ხომ გვირილები მღერიან'' შეასრულა, შოთა წურწუმიამ კი წაიკითხა ლექსი სამშობლოზე.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  

''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კირცხის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, მარიამ სოსელია დაეუფლა. 

''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე'' მარიამ სოსელია აღნიშნავს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილებით დიდი გამოცდილება შეიძინა:

''გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი. სწავლაზე და ცოდნის მიღებაზე მნიშვნელოვანი - არაფერია. ყველას ვურჩევ ამ პროექტში მონაწილეობას, დიდ გამოცდილებას მიიღებენ.''

''ჩხოროწყუს ეტალონში'' პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილის სკოლას, გამგეობა ფულად პრიზებს გადასცემს. როგორც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, პირველ ადგილზე გასული მოსწავლის სკოლას 1000 ლარი გადაეცემა, მე-2 ადგილზე გასული მონაწილის სკოლას - 700, ხოლო მე-3 ადგილზე გასული მოსწავლის სკოლა 500 ლარს მიიღებს.

ჩხოროწყუს გამგებლის დათო გოგუას თქმით, ''ჩხოროწყუს ეტალონში'' მოსწავლეთა აქტივობა და ჩართულობა ძალიან მაღალი იყო:

''19 საჯარო სკოლის 63 ახალგაზრდა მონაწილეობდა ''ჩხოროწყუს ეტალონის'' ღონისძიებაში. აქტივობა ძალიან მაღალი იყო. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ''ეტალონი'' არის ეროვნული პროექტი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ იგი მალე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავა, როგორც ადრე გადიოდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთი ეროვნული მუხტით უნდა იყოს დატვირთული. ბატონი გოჩა არის ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე, აქედან გამომდინარე, მინდა  განსაკუთრებული პატივისცემა და მოკრძალება გამოვხატო ჩხოროწყუს მოსახლოებისგან, ძალიან უყვართ ბატონი გოჩა და პროექტი ''ეტალონი''. რა თქმა უნდა, ჩვენ სიხარულით ჩავერთეთ ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. რაც შეეხება პროექტის მსვლელობას, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლის სკოლას ფულად პრიზებს გადავცემთ. დღეს ჩვენ გამარჯვებული მონაწილის, მარიამ სოსელიას სკოლაში (კირცხის  N2 სკოლაში) ვიყავით. როგორც გვითხეს, იმ ოთახს, სადაც მარიამი სწავლობს, კეთილმოწყობა სჭირდება და სწორედ ამაში დახარჯავს სკოლა 1000 ლარს. მე-2 ადგილზე გავიდა ლესიჭინეს N2 სკოლის მოსწვალე ლიკა ხორავა, არაჩვეულებრივი გოგო. მარიამსაც და ლიკასაც თანაბარი ქულები ჰქონდათ, თუმცა წამების მეასედით გაიმარჯვა მარიამ სოსელიამ. ლიკას სკოლას 700 ლარს ჩავურიცხავთ. ხოლო მესამე ადგილზე გასული მოსწავლის, ალექსი თოდუას სკოლას (ზუმის სკოლას) 500 ლარი ჩაერიცხება.''

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მადლობას უხდის პროექტის ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს:

''უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მივესალმებით მსგავს ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება ჩვენს მომავალ თაობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ინტელექტის განვითარებას. იმ ინტელექტისა, რომელმაც ადამიანურ ღირებულებებს გზა უნდა გაუხსნას ჩვენი ეროვნული დროშისკენ და გზადაგზა მოვიპოვოთ ის ფასეულობები და აღვჭურვოთ ჩვენი ახალგაზრდობა, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრებაში, მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება მათ, მათ ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას. ამისთვის ბატონ გოჩას ძალიან დიდი მადლობა პირადად ჩემგან.''

''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მარიამ სოსელია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება