სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N214 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
07-06-2019
-
+


თბილისის N 214 საჯარო სკოლა ჩართული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამაში - „მომავლის თაობა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა  სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლიზიკო ქოჩორაძე.

პროგრამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში  ჩატარდა ღონისძიებები - „ლამაზი სკოლა“, „სუფთა გარემო“, „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, „არა ძალადობას“, „ქალის როლი საზოგადოებაში“, პროექტი - „ერთად უკეთესია“, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ინტეგრირებული კლასის სსსმ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოეწყო სსსმ მოსწავლეების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, წარმოდგენილი იყო საკონცერტო ნომრები. ინტეგრირებული კლასის მოსწავლეები გასაოცარი აქტიურობითა და ხალისით ასრულებდნენ სიმღერებს, ცეკვებს მხატვრულად წარმოთქვამდნენ ლექსებს, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელს ლალი ალექსიძეს.

დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ  პროგრამის დონორი, მცირე გრანტების მენეჯერი ინგა ქიბროწაშვილი, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი თათია პაჭკორია და მანანა ქადაგიშვილი, კიკეთი-კოჯრის საუბნო განყოფილების უფროსი მიხეილ თუშიშვილი და სკოლის კურსდამთავრებული, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი.

„ღონისძიება მეტად ხალისიანი და პოზიტიური იყო, პროექტის მონაწილე სსსმ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და საჩუქრები. ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაიბეჭდა და დარიგდა ფლაერები“,-ამბობს სკოლის წარმოამდგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება