სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ - ახალციხის ციხემ დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვნად აღნიშნა
27-05-2019
-
+


ახალციხის ციხემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნა.

სადღესასწაულო ღონისძიებები ახალციხის ციხეზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და  სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებას, გამოფენებს, თეატრალიზებულ და მუსიკალურ წარმოდგენებს - ერთმანეთის პარალელურად ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები მიმდინარეობდა.

ღონისძიებებს მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ახალციხე- ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობის ფარგლებში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში სპორტული შეჯიბრები გაიმართა.

ამასთან, პატარა სტუმრებისათვის საგანგებოდ მოეწყო საბავშვო კუთხე, სადაც მათთვის „თოჯინების თეატრი“ წარადგინეს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი საღამოს გალა კონცერტით გაგრძელდა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგა ჯგუფი „ალილო“ და რომან რცხილაძე, ბენდთან ერთად.

ზეიმი სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ერთიანი კონცეფცია - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს. შესაბამისად, ღონისძიების ყველა აქტივობა ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე იყო დაფუძნებული.

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება