სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „საჭიროა კიდევ უფრო გამკაცრება და მეტი ყურადღება ექსკურსიების მიმართ“
27-05-2019
-
+


ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სასკოლო ექსკურისიის დროს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთხელ გადაიხედება რეკომენდაციები, რადგან როგორც ჩანს არსებული საკმარისი არ არის.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ, დაიღუპა სკოლის მოსწავლე ექსკურსიის დროს და მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მოგეხსენებათ, შარშან გამკაცრდა ექსკურსიებზე მეთვალყურეობა, მაგრამ, ალბათ, არ არის საკმარისი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოვლენები არ  მოხდეს. ალბათ, კიდევ ერთხელ გადავხედავთ რეკომენდაციებს, რაც დარიგებული იყო სკოლებში. კიდევ გამკაცრება სჭირდება და უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა პასუხისმგებლობა სკოლების მხრიდან. ბავშვებს, რომლებიც ექსკურსიაზე დადიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა აკონტროლებდეს, იცავდეს მათ უსაფრთხოებას და ითვალისწინებდეს  იმ რეკომენდაციას, რომელიც მიცემული აქვს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ფაქტი ცნობილია, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა ლაგოდეხში.

„კონკრეტულად რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვიცით, რომ გართულებული კლიმატური პირობები იყო ამ პერიოდში. ვიცით, რომ გაფრთხილებულები იყვნენ, რომ შესაბამისი მარშრუტი შეეცვალათ, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელია, სწრაფად გადავხედავთ კიდევ ერთხელ. საჭიროა სკოლებთან მუშაობა, რომ მაქსიმალურად ყურადღება იყოს ასეთ ფაქტებზე მიქცეული, მითუმეტეს გაზაფხულზე, როცა ბუნებრივი მოვლენები გააქტიურებულია და მეტი სიფრთხილეა საჭირო“, – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

იხილეთ ასევე: განათლების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, ექსკურსიების დროს რეკომენდაციები დაიცვან და მოსწავლეთა უსაფრთხოებას გაუფრთხილდნენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება