სიახლეები
სიახლეები

სკოლებში ექსკურსიების სეზონი დაიწყო - არის თუ არა დაცული მოსწავლეთა უსაფრთხოება და ითვალისწინებენ თუ არა რეკომენდაციებს?
19-05-2019
-
+


სკოლებში ექსკურსიების სეზონი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია საუბრობენ, ექსკურსიებთან დაკავშირებით კანონის დონეზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე, ამ მხრივ  არაფერი შეცვლილა. სკოლები კი იმ რეკომენდაციებით სარგებლობენ, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან გადაეგზავნათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან.

ექსკურსიებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ რეგულაციების შემოღება და გამკაცრება სასკოლო ექსკურსიების დროს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა. ერთ-ერთი ავტოავარია 2018 წლის 9 ივნისს მოხდა - თბილისიდან სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე, ხევიდან გადავარდა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მე-6 კლასის მოსწავლე.

როგორც ცნობილია, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობასთან დაკავშირებით „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ (მუხლი 66. საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვა) კონკრეტული რეგულაციებია გაწერილი, თუმცა კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდავის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ; ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს შესაბამის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს; თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი...

მანამდე კი სანამ კონკრეტული რეგულაციების მიღება კანონის დონეზე მოხდება, etaloni.ge დაინტერესდა, როგორ იცავენ სკოლები ექსკურსიების პერიოდში მოსწავლეთა უსაფრთხოებას და ითვალისწინებენ თუ არა სამინისტროს რეგულაციებს. აღნიშნულის გასარკვევად ჩვენ რამდენიმე სკოლის დირექტორის კომენტარებს გთავაზობთ:

სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი:

„როცა მშობლები განცხადებით მოგვმართავენ, გვყავს სატრანსპორტო კომპანია, რომელსაც მივმართავ წერილით და თავად გვთავაზობს რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს ტექნიკური დათვალიერება და გამართულია. ჩვენ ვთავაზობთ ამ სიას მშობლებს, შემდგომ ხდება მძღოლის დაბარება, რომელსაც მოაქვს მისი პირადობა და მანქანის ტექნიკური დათვალიერების საბუთი. მანქანას ვიზუალურად ვამოწმებთ და ასე ხდება შერჩევა მშობლების თანხმობის საფუძველზე. როცა ორი მანქანა მიდის ექსკურსიაზე, მაშინ ხდება სამართალდამცავებთან დაკავშირება და საპატრულო მანქანის გაყოლა. სამართალდამცავებს ასევე მივმართავთ გამოსაშვები საღამოების პერიოდშიც, რათა ბავშვის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს“.

თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გიორგაძე: 

„სამინისტროდან გადმოგვეგზავნა რეგულაციები, რომელიც ექსკურსიებთან დაკავშირებით შემოიღეს. დამრიგებლებთანაც მქონდა შეხვედრა, ავუხსენი რას ითვალისწინებდა ეს რეკომენდაციები, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებით თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ მძღოლებმა, იქნება ეს ავტომობილის მიერ გავლილი ტექნიკური დათვალიერება, მგზავრების დაზღვევის, მძღოლის შესაბამისი კატეგორიის ფლობის თუ სხვა საჭირო დოკუმენტები. რამდენიმე კლასი წელს უკვე იყო წასული იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილი იყო. მოსწავლეებს ექსკურსიაზე ექთანიც ჰყავდათ.  სხვათა შორის, შარშან ექსკურსიაზე ბაკურიანში მივდიოდით და წასვლამდე სამხარაულის ბიუროში დავრეკე, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც და სამაშველო სამსახურიც გაფრთხილებული იყო, რომ ექსკურსიას ვგეგმავდით და ისე ვიყავით წასული, მაშინ კიდევ არ იყო ასეთი რეკომენდაციები, მაგრამ ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ასე მოვიქეცით“.

თბილისის N69 საჯარო სკოლის დირექტორი იასონ ყარმაზანაშვილი:

„ზოგადად, რაც მოთხოვნებია, ყველაფერს ვითვალისწინებთ. აუცილებელია, მძღოლს ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, მგზავრების დაზღვევა, ასევე ავტომობილს ტექნიკური დათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი.  ტრანსპორტის შერჩევა ორგანიზებულად ხდება. საწყისს ეტაპზე შესაძლებელია მშობლებმა შეარჩიონ ავტომობილი, თუმცა, საბოლოოდ ჩვენთან უნდა შეათანხმოს და თუ მისაღები პირობებია, შემდგომ ვაძლევთ ამის ნებართვას ან ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომელ ტრანსპორტზე გააკეთონ არჩევანი. იმდენად მოკლე მანძილზე ხდება ჩვენი ექსკურსიების დაგეგმა, თან ყოველთთვის ერთი და იმავე ტრანსპორტს ვიყენებთ, რომ საჭიროება არ ყოფილა დამატებით, თუნდაც, საპატრულო ეკიპაჟი გაგვეყოლებინა ექსკურსიებზე მოსწავლეებისთვის“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - დოკუმენტი მუნიციპალურ ბაღებს ეხება

 

როგორ მოიპოვებენ აბიტურიენტები სახელმწიფო გრანტს - დეტალური ინფორმაცია 

მასწავლებლობა 5 წლით აგეკრძალებათ თუ... - რა ცვლილებები შევიდა კანონში 

სწავლა 13 მაისიდან განახლდება - ნახეთ, კიდევ როდის ისვენებს სკოლები და ბაღები მაისში

ახალი სასწავლო წლიდან სავალდებულო საგანი ემატება - სამინისტროს ორთვიანი ვადა აქვს სპეციალური კურსის გავლის წესის დასამტკიცებლად

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებმა მოისმინეს საჯარო ლექცია, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სიმულაციებში...“

„კიდევ ერთხელ გვასახელეს ჩვენი სკოლის გონიერმა და მიზანსწრაფულმა მოსწავლეებმა“...

ბავშვებმა ისაუბრეს ფიროსმანის ცხოვრება-შემოქმედებაზე, შექმნეს თემატური პლაკატები და წარმოადგინეს პრეზენტაცია

„ეშტიის N2 საჯარო სკოლაში აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სკოლის 60 წლის იუბილეს ეძღვნება“

საინტერესო

ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა  და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება