სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულები საგნების მიხედვით და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
04-04-2017
-
+


2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი და გამსვლელი ქულები უცხოური ენების გარდა, სხვა საგნებში 2016 წლის მსგავსია.

უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულა 100-ის ნაცვლად 90 იქნება, მინიმალური გამსვლელი ქულა კი 21-ის ნაცვლად წელს 19 ქულა გახდება. 


უფრო დეტალურად კი სიახლეების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 

• მოსმენის დავალება 10 მცირე ზომის ტექსტის ნაცვლად, 5 შედარებით დიდი ზომის ტექსტისაგან იქნება შედგენილი; თითოეულ ტექსტს მოჰყვება 2 შეკითხვა და საკითხების რაოდენობა ამ დავალებისათვის კვლავინდებურად 10 დარჩება;

• ტესტიდან ამოღებულია მე-2 დავალება (განცხადებები). შესაბამისად, ტესტი 10 დავალების ნაცვლად, 9 დავალებისაგან იქნება შედგენილი;

• მე-8 დავალება, რომელიც გულისხმობდა ზმნების (ან რუსული ენის შემთხვევაში მეტყველების სხვა ნაწილების) ჩასმას სწორ გრამატიკულ ფორმებში, გახდება არჩევითბოლოიანი, ანუ 4 მოცემული შესაძლო პასუხიდან აბიტურიენტს ერთი სწორი პასუხის არჩევა მოუწევს; ეს დავალება, ამავე დროს, გახდება 10-საკითხიანი და 2017 წლის ტესტში მისი ნომერი იქნება 7.

სიახლეები 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის უცხოური ენების ტესტში

რაც შეეხება საგამოცდო დროს, მხოლოდ ერთ საგანში  - ''სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში'' შეიცვალა.  2017 წელს ამ გამოცდას 3 საათი დაეთმობა, ნაცვლად 3 საათისა და 30 წუთისა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება