სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქალწულებისა და მშვილდოსნების გარდა კიდევ რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს კვირა იდეალური
13-05-2019
-
+


„მაისის თვეში ეს ყველაზე კარგი კვირა იქნება“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზში. მისი თქმით, ეს კვირა ყველამ უნდა გამოიყენოს. 15 მაისს, სიყვარულის პლანეტა გადავა კუროში და სიყვარულში შემოვა ერთგულებისა და ეჭვიანობის ელემენტები.

ვერძს საუკეთესო პერიოდი აქვს, თქვენი თვალების ბრწყინვალება მოიმატებს, იმატებს ასევე იღბლიანობა, გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება ჩაუდგე პერსპექტიულ იდეებს და მოუგო კონკურენტებს.

კურო ძველებურად აქტიურია, მაგრამ შეუძლია ძველი საქმეებიდან მიიღოს დივიდენდები. ასევე ხელმძღვანელის მხრიდან მიიღოს დაფასება. იღბლიანია და კარგი კვირა აქვს ამ კვირაში.

ტყუპებს აქამდე პრობლემები ჰქონდათ, ახლა ნელ-ნელა იგრძნობენ რომ ყველაფერი უმჯობესდება, მაგრამ ნუ გათქვამენ წინდაწინ ინფორმაციას. ეს ნიშანი ენას კბილს ვერ აჭერს და ბევრს ლაპარაკობს. მან არ იცის საიდუმლოს დაცვა.

კირჩხიბებს საუკეთესო პერიოდი აქვთ. შეიძლება ისეთი საქმე დაძრათ ადგილიდან, რომელსაც დიდხანს ეჭიდებოდით. ძლიერდება ნერვული სისტემა, სავსე მთვარე ვეღარ შეგაშინებთ. ასევე საუკეთესო პერიოდია რომანტიკისთვის და ფინანსური მოგებისთვის.

ლომებო იაქტიურეთ, თქვენი ენერგოტონუსი იზრდება, მოაგვარებთ ფინანსურ პრობლემებს და საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალწულია ამ კვირაში. კონტაქტები, მოგზაურობა, ურთიერთობების დამყარება, პირადის გაუმჯობესება, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო.

სასწორმა ზუსტად უნდა იცოდეს რა უნდა, მთავარია მიზანი სწორად დაისახოს. მიეცემა საშუალება რომ ძველი პროექტებიდან მატერიალური შემოსავალი მიიღოს. არ უნდა მოკიდოს ათ საქმეს ერთად ხელი.

მორიელს თვითშემეცნებისთვის საუკეთესო კვირა აქვს. ის მშვიდდება, ერკვევა საკუთარ თავში და ძალიან მაღალი აქვს წარმატების შანსი. ახლა აქვს დროს რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

მშვილდოსნებმა შეიძლება ახალი ფინანსური წყარო აღმოაჩინოთ, შეიძლება ეს ახალი სამსახურიც იყოს. ენერგოტონუსი მოიმატებს და საქმიანი და პირადული კუთხით ყველაფერი ლაგდება.

თხის რქამ დაიწყოს ახალი საქმეები და სხვა ადამიანების მანიპულირებას თავი დაანებოს თუ არ უნდა რომ არსებულ საქმეებში ხელი მოემართოს. გამოასწოროს ძველი საქმეები და შეცდომები.

მერწყული იგრძნობს ამ პერიოდში ენერგიის მოზღვავებას, საინტერესო შეხება ექნება უძრავ ქონებასთან. შეეძლება იდეების პრაქტიკული რეალიზება.

თევზებს შეუძლიათ ყველაზე რთული სიტუაციიდან ორიგინალურად გამოხვიდეთ. ინტუიცია მატულობს და ეს ფინანსურ წყაროსაც გაზრდის. თევზებისთვის ეს კვირა საუკეთესოა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება