სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს სიახლეს სთავაზობს
04-04-2017
-
+


2017 წლიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ:

  • უნიკალურ შესაძლებლობას შეაფასოთ მეოთხეკლასელთა უნარები - წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები).
  • მიღწევის დონეების დადგენას და სკოლისა და მოსწავლის მიღწევების დადგენილ სტანდარტთან შედარებას. 
დამატებით, ყველა მონაწილე სკოლა მიიღებს წვდომას გამოსაშვები გამოცდების შედეგებთან - პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი მიღწევები კონკრეტულ საგანში შეადარონ ყველა სხვა სკოლის შედეგებს როგორც სკოლის, ასევე თითოეული მოსწავლის დონეზე (შეიტყობენ, გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე სკოლების რამდენმა პროცენტმა აჩვენა მათზე მაღალი ან დაბალი შედეგი კონკრეტულ საგანში). ანალოგიური მონაცემების მიღება შესაძლებელი იქნება სასურველი რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის სკოლების ფარგლებშიც.

კონკრეტული სკოლის შედეგები კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ამ სკოლისათვის.

პროექტისათვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 10 აპრილიდან ვებგვერდებზე online.naec.ge www.naec.gov.ge

შეთავაზებული მომსახურება

მონაწილე სკოლებს ვთავაზობთ მოსწავლეთა მიღწევების შეფასების სამ პაკეტს ქართულ, აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე. სკოლას შეუძლია აირჩიოს თითოეული საგნისთვის რომელიმე ერთი პაკეტი კონკრეტული კლასის მოსწავლეების შესაფასებლად (მაგ., I პაკეტი მე-8 კლასელებისათვის უცხოურ ენაში, II პაკეტი მე-9 კლასელებისათვის უცხოურ ენაში, III პაკეტი მე-10 კლასელებისათვის ქიმიაში და ა. შ.)

I პაკეტი:

შეფასება მყისიერი უკუკავშირით - ასეთი შეფასებისათვის განკუთვნილი ტესტები შედგება მხოლოდ მოსანიშნი ანუ ე. წ. არჩევითბოლოიანი დავალებებისაგან (Mულტიპლე ჩჰოიცე) და ტარდება კომპიუტერულად. მოსწავლე საკუთარ შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე იღებს, ხოლო ამომწურავი ინფორმაცია შედეგების შესახებ სკოლას მიეწოდება ტესტირებისათვის განკუთვნილი პერიოდის დასასრულს.

II პაკეტი:

შეფასება კომპლექსური უკუკავშირით - შეფასებისათვის ვიყენებთ როგორც არჩევითბოლოიან, ასევე ღიაბოლოიან დავალებებს. ტესტირება ჩატარდება ნაწილობრივ კომპიუტერულად და მოსწავლეები არჩევითბოლოიანი დავალებების შეფასებას მყისიერად, ტესტირების დასრულებისთანავე მიიღებენ. ღია დაბოლოების მქონე დავალებებიც მოსწავლეებს ეკრანზე მიეწოდებათ, პასუხებს კი ისინი პასუხების ფურცელზე დაწერენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს წინასწარ მიაწვდის ე. წ. ღიაბოლოიანი დავალებების შეფასების დეტალურ სქემას. შეფასების ამ სქემის შესაბამისად სკოლის პედაგოგები თავად გაასწორებენ მოსწავლეთა ნამუშევრებს და შედეგებს ამ პროცედურისათვის შექმნილ კომპიუტერულ პროგრამაში შეიტანენ. სკოლა ამომწურავ ინფორმაციას საკუთარი შედეგების შესახებ ტესტირებისათვის განკუთვნილი პერიოდის დასრულებისთანავე მიიღებს.

III პაკეტი:

გარე შეფასება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლაში მეთვალყურეს წარგზავნის, რომელიც ტესტირების პროცესის ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი. არჩევითბოლოიანი დავალებების შედეგებს მოსწავლე მყისიერად მიიღებს, რაც შეეხება ღიაბოლოიან დავალებებს, მეთვალყურე მოსწავლეებს შესაბამის პასუხების ფურცლებს დაურიგებს, ხოლო შევსების შემდეგ მათ ცენტრს მიაწვდის. ცენტრის ექსპერტები შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომებს და განათავსებენ შედეგებს შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში. დეტალურ ინფორმაციას შედეგების შესახებ სკოლა პროცესის დასრულებისთანავე მიიღებს.
ტესტირებისას ღიაბოლოიანი დავალებების გამოყენება საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტიანად შევაფასოთ მოსწავლის მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები, ასევე შევაფასოთ წერითი მეტყველების უნარი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება