სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი პროექტია, რომელსაც დამარცხებული არ ჰყავს“ - ლანჩხუთი წარმატებისკენ სვლას ჩემპიონატით იწყებს
09-05-2019
-
+


„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის მორიგ შეჯიბრს მართავს, დღეს „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხაჯალიის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე და სამსახურის წარმომადგენელი მაკა კვირკველია, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები  ესწრებიან. 

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ლანჩხუთის ეტალონ მოსწავლეს“, თინათინ კვაჭაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ წყალწმინდის საჯარო სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან  „ეტალონის“ მასპინძელ სკოლას საქართველოს ისტორიის ხუთტომეული გადაეცემა,  პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე წიგნებით, გამარჯვებული კი 500 ლარით დასაჩუქრდება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება