სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ეტალონი

მზრუნველი მზადება „წიგნიერების დღისთვის“ - ვინ ქმნის ლიტერატურულ კითხვებს წარმატებული მომავლისთვის
09-05-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge მიღწეულ შედეგებსა და წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული.

მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ, თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N 167 საჯარო სკოლების სახით.

„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.

პროექტის ერთერთი წარმატებული მასწავლებელი ნაზი სეთურიძეა თბილისის N106 საჯარო სკოლიდან:

Izrune.ge-მ და „წიგნიერების დღე“ წიგნსა და კომპიუტერს კიდევ უფრო დაამეგობრებს. მოსწავლეები მიიღებენ ლიტერატურულ ცოდნას და საკუთარ შესაძლებლობებს შემდგომ ტესტების საშუალებით გამოცდიან. კვლავაც აქტუალურია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და ოჯახები დიდ ინტერესს გამოხატავენ ახალი წამოწყების მიმართ. ჩვენი სკოლიდან კითხვების შედგენაზე 4 ჯგუფი მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევისა, ნაწარმოებების სიღრმისეული ანალიზითა და ტექსტის შედგენის სტრუქტურის შემუშავებით, ეს ამოცანაც ეფექტურად ამოვხსენით და კითხვები უკვე წინსწრებით გვაქვს მომზადებული. ჩვენი სკოლა აქტიურად ერთვება Izrune.ge-ს საგანმანათლებლო ინოვაციებში და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს, ოჯახსა და სკოლას წინსვლის გზაზე.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება