სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დეტალურ პროექტს ველოდები განათლების სამინისტროსგან “ - მარიამ ჯაში
07-05-2019
-
+


„განათლების სამინისტროსგან ველოდები დეტალურ პროექტს პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისივე თქმით, 500 მილიონი ლარის დამატებითი რესურსი არსებობს, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილება.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, სულ ერთი თვის წინ გაჟღერდა, რომელიც ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის განათლების სფეროზე მიმართვას და სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, იქნა გაჟღერებული სექტემბრიდან მასწავლებლების ხელფასების გაზრდის პირველი ტალღა. სულ მცირე 500 მილიონი ლარის დამატებითი რესურსი გვაქვს, ეს არის მუშა პროცესი და  შემდგომი განხილვის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროსთან გვექნება უკვე სექტემბრიდან ჩვენი პედაგოგების ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობის განხილვა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების კომიტეტის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ თუ მასწავლებელთა ანაზღაურების შესახებ არსებული კანონი არ შეიცვლება, პედაგოგთა უმეტესობაზე სახელფასო მატება გავლენას არ მოახდენს.

„დღევანდელი კანონის პირობებში სახელფასო მატება რომც მოხდეს, პედაგოგების 77%-ს ეს არ შეეხება, თუ არ შევასწორეთ ის კანონი, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა

რატიანის საპასუხოდ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ მასწავლებელთა ანაზღაურების ცვლილებაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობს.

„მე ველოდები განათლების სამინისტროსგან დეტალურ პროექტს პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ჩემთვის დეტალები არ არის ცნობილი, ამიტომ ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნავს კომიტეტის თავჯდომარე.

ასევე იხილეთ: 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება