სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ეტალონი

„ტესტების გავლის შემდეგ კლასელები სულ Izrune.ge-ზე ვლაპარაკობთ“ - კუხის საჯარო სკოლის წარმატებული გამოცდილებიდან
04-05-2019
-
+


ყოველი ხუთშაბათი და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ Izrune.ge-სთან ერთად ემოციურ მოლოდინსა და წარმატებას უკავშირდება.

პორტალის მრავალრიცხოვან ოჯახის წევრთა შორის კუხის საჯარო სკოლის მესამე კლასმა განსაკუთრებული აქტივობითა და მზრუნველობით გამოიჩინა თავი.

გამორჩეული კლასის დამრიგებლის, ეკა ლიპარტელიანის შეფასებით, Izrune.ge სასკოლო ცხოვრებას მეტად აქტიურს, ერთიანსა და წარმატებულს ხდის:

„სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეთა წინსვლის მოტივაცია Izrune.ge-სთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა და მშობლებიც აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. ერთობლივი ძალებით მაქსიმალური აქტივობითა და წარმატებით ვერთვებით პორტალში. განსაკუთრებულად ვემზადებით ტესტების დღისთვის, საგაკვეთილო მასალასთან ერთად დამატებით ინფორმაციას ვიძიებთ და ხშირად განვიხილავთ ხოლმე მოსულ საკითხებს. საიტის ინოვაციური მიდგომებით მეც ბევრს ვსწავლობ ბავშვებთან ერთად. მნიშვნელოვანია პროექტის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები, რადგან კლასის წინსვლა თითოეული ბავშვის წარმატებაზე, მათ ერთიანობასა და ურთიერთდახმარებაზეა დამოკიდებული. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მეგობრული განწყობით უკვე დავიწყეთ მაისის შემაჯამებელი ტესტისთვის მზადება და Izrune.ge-სთან ერთად დიდი წარმატების მოლოდინი გვაქვს.“

გიორგი ქურასბედიანი მესამე კლასის ერთერთი წარმატებული წევრია. ყოველთვის განსაკუთრებით ელის ტესტები დღეს და ნახატიანი კითხვები, სახალისო ანიმაცია და წამახალისებელი დიპლომები მოსწონს. გამორჩეულად ქართული ენის კითხვები აინტერესებს და ახარებს, როდესაც ტესტებში ნაცნობი საკითხები ხვდება:

„მე და ჩემი კლასელები ტესტების დღეს განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე. მანამდე მასწავლებელთან ერთად ვემზადებით, რომ წარმატების დიპლომები დავაგროვოთ. იზრუნეს საინტერესო კითხვები და სახალისო ანიმაცია აქვს, რაც მე და ჩემს მეგობრებს გამორჩეულად მოგვწონს.“

გიორგის დედას, ლალი ქაშიბაძეს Izrune.ge-ს ინოვაციური და მამოტივირებელი მიდგომები მოსწონს. ამბობს, რომ ყოველი ტესტის დღე შემეცნების ზეიმად იქცა და პორტალთან ერთად მოსწავლეები განათლებულ პიროვნებებად ყალიბდებიან:

„იზრუნეს ტესტებთან ერთად ჩვენი შვილები მრავალმხრივ ვითარდებიან, აქვთ სწავლისადმი მეტი ინტერესი და დიდი ყურადღებით, მონდომებითა და სიამაყით აგროვებენ მზრუნველ დიპლომებს. რა გითხრათ, ყველა მშობელს უხარია თავისი შვილის წარმატება და მისთვის ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. მინდა, წარმატებები ვუსურვო გიორგისა და მის კლასს პორტალთან ერთად.“

მესამე კლასის ერთერთი მეგობრული წევრი ნინი დავაძეა, მისთვის მზრუნველი ტესტების გავლა დიდ ემოციებსა და ოქროს დიპლომების მოპოვების სურვილს უკავშირდება:

„ყოველთვის ძალიან ველოდები ტესტების დღეს. დედასთან ერთად ვჯდები კომპიუტერთან და ვცდილობ თავი მოვიწონო ცოდნით. ვნერვიულობ კიდეც, არ მინდა არასწორად ვუპასუხო კითხვებს. განსაკუთრებით ხელოვნებისა და ისტორიის კითხვები მიყვარს და მახარებს დიპლომების მოპოვება. მეორე დღეს კლასელები სულ იზრუნეზე ვლაპარაკობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ წარმატებას.“

ნინიზე Izrune.ge-სთან ერთად დედა, სოფიო მეტრეველი ზრუნავს:

„100%-ით ვერთვებით და ვგულშემატკივრობთ პორტალს. იზრუნესთან ერთად სასწავლო პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო გახდა ბავშვებისთვის. მშობლებიც ძალიან ჩავერთეთ სასკოლო ცხოვრებაში, რაც Izrune.ge-სა და ჩვენი დამრიგებლის დაუღალავი შრომის შედეგია. მახარებს, რომ საგანმანათლებლო ინოვაციებით ნინი თანაკლასელებთან ერთად ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან უნარებს იძენს და ბავშვები გულწრფელად იზიარებენ ერთმანეთის წარმატებას.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების კონკურსში საკუთარი ნიჭი, ფანტაზია და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინეს“

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, შემოქმედებითი იდეებითა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით“

მოსწავლეებმა მოამზადეს რეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება