სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ უნდა გამოდევნოთ საკვებით ტყვია ორგანიზმიდან თუ ნორმაზე მაღალი აღმოგაჩნდათ
24-04-2019
-
+


საქართველოში 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა.

კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატება. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ყველაზე მაღალი ტყვიის შემცველობა კი შემდეგ რეგიონებში დაფიქსირდა: აჭარა, გურია, იმერეთი და სამეგრელო.

სტატისტიკა მშობლებისთვის ნამდვილად საგანგაშოა, განსაკუთრებულად ზღვისპირეთში. სანამ სპეციალური უწყებები მიზეზს დაადგენენ თუ რა იწვევს აჭარასა და დასავლეთის რიგ რეგიონებში ტყვიის მატებას და შესაბამის ზომებს მიიღებენ, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ორგანიზმში ტყვიის მომატების შესახებ.

სიმპტომები

Childrens-Toys.jpg

ადვილად დაღლილობა, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა, ჰიპერაქტიული სინდრომი, ყურადღების დეფიციტი – ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ტყვიით მოწამლვასთან.

ვერ იტყვით, რომ ტყვიამ მოკლა ამდენი ადამიანი, მაგრამ სადაც ჰაერი, წყალი და საკვები დაბინძურებულია, იქ ავთვისებიან სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასპირატორული დაავადებებს უქმნის ფონს.

მსოფლიოში აღიარებულია, რომ ტყვია მავნე მეტალების ათეულში შედის, რომლებიც გარემოს ძირითად დამაბინძურებლად ითვლება.

რამდენ მიკროგრამზე ითვლება, რომ ორგანიზმში ტყვია მაღალია?

 

მაღალია ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოწამლვა დგინდება და მაჩვენებელი 50 მიკროგრამ/დეცილიტრზე მაღალია, შესაძლოა ხელაციური მკურნალობა გამოვიყენოთ, ანუ გამოვიყენოთ ის პრეპარატები, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიას გამოაძევებს.

 

რა ხდება ბავშვის შემთხვევაში?

 

ბავშვის ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას ბოსტნეულის და ხილის წვენები ხელს ვერ უწყობს, უბრალოდ ტყვიის შეწოვას ამცირებს. 

 

როდესაც ბავშვს ტყვია ნორმაზე მეტი აღმოაჩნდება, მან უნდა მიიღოს კალციუმით, რკინით, ცილებით მდიდარი საკვები.  არ შეიძლება ცხიმიანი საკვების მიღება, რადგან ცხიმი ტყვიას ორგანიზმში დიდხანს აკავებს. სამწუხაროდ, ტყვია ისეთ ფონს ქმნის, რომ მერე სხვა დაავადებები ადვილად ვითარდება. საჭიროა რაციონი გამდიდრდეს თუთიით (სიმინდი, ხორბალი, ბარდა, ხახვი, გოგრა, ღვიძლი), რკინით(ინდაურის, ქათმის, ძროხის, კურდღლის ხორცი), მანგანუმით (მწვანე ჩაი), კალციუმით (რძის პროდუქტები, მარცვლოვნები, ზღვის კომბოსტო), მაგნიუმით (მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები), სპილენძით (კიტრი, თხილეული, კაკაო, შოკოლადი, ყველი) მდიდარი პროდუქტებით. 

ამასთან ცნობილი ფაქტია, რომ ტყვიის შეწოვას აფერხებს და მის გამოდევნას ხელს უწყობს უჯრედისით მდიდარი პროდუქტები (ლობიო, ბარდა, სტაფილო, გოგრა, ყაბაყი, წიწიბურა, ბოსტნეული და ა.შ.), პექტინით მდიდარი პროდუქტები (ხილი და კენკრა: ვაშლი, მოცხარი, მარწყვი, გარგარი, ატამი და ა.შ.), რძის და რძემჟავა პროდუქტები (კეფირი, ხაჭო, არაჟანი და ა.შ.). ტყვიის მაღალი დონის აღმოჩენის შემთხვევაში ბავშვის რაციონი უნდა გამდიდრდეს ცილებით - ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება