სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ! - სასტიპენდიო პროგრამები ნებისმიერი მსურველისთვის
28-03-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე. 

საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები შესაძლოა ითვალისწინებდეს სწავლებას როგორც უმაღლესი დაწესებულებების სამ საფეხურზე (ბაკლავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა), ასევე საკვალიფიკაციო კურსებს საჯარო მოხელეებისთვის  და საზაფხულო მოკლევადიან პროგრამებს (summer school), რომელთა შესახებ ინფორმაცია  განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე:  http://mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo  ;

სხვადასხავა სახის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე  სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: http://iec.gov.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამებიდან ცალკეული პროგრამა ითვალისწინებს უშუალოდ საქართველოსთვის მინიჭებულ განსაზღვრულ კვოტას; ასეთია მაგალითად,  სლოვენიის მთავრობის მიერ გამოცხადებული სტიპენდიები. კვოტა ითვალისწინებს 3 სტიპენდიას საქართველოს მოქალაქეებისთვის.

კვოტით გათვალისწინებული სტიპენდიის მოსაპოვებლად რა ეტაპებია გასავლელი?

პირველი ეტაპისთვის საჭიროა სამინისტროში საბუთების წარდგენა, რომლის შემდეგაც ინიშნება გასაუბრება სამინისტროში სასტიპენდიო კომისიასთან. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების სია მიეწოდება იმ ქვეყნის უწყებას, რომელიც აცხადებს  სასტიპენდიო პროგრამას.

რა დოკუმენტაციაა წარმოსადგენი ასეთ შემთხვევაში? 

ეს არის ძირითადად: სამოტივაციო წერილი, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (CV), სარეკომენდაციო წერილი, დიპლომის ასლი შეფასების ფურცელთან ერთად. (ცალკეული სტიპენდიების სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს სხვა ტიპის დოკუმენტი, მაგ: ჯანმრთელობის ცნობა ან პასპორტის ასლი.)


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება