| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წრომის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი და გაზაფხული ერთად მიულოცეს.
როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა, მშობლები დიდი სიხარულითა და გაბრწყინებული თვალებით შეჰხაროდნენ პატარებს. საბა, მარიამი, ანი, ანანო, ლუკა... ერთმანეთს ცვლიდნენ და სითბოსა და სიყვარულს უგზავნიდნენ მშობლებს.
დაწყებითი კლასების აქტიური პედაგოგების მიერ შექმნილმა შინაარსიანმა, ემოციურმა და მრავალფეროვანმა სცენარმა მოწონება დაიმსახურა.
მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ ზეიმის მსვლელობაში. ლალი მასწავლებლის მიერ გათამაშებულმა მერი პოპინსიმა მეტი ხალისი შესძინა ღონისძიებას.
მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი თანამშრომლობისა და კეთილგანწყობილების ატმოსფეროს ქმნის სკოლაში.
წრომის სკოლაში მრავალ ლამაზ და შინაარსიან დღეს კიდევ ერთი მშვენიერი დღე შეემატა, აღნიშნავდნენ მშობლები და მასწავლებლები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი