| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
1. აბიტურიენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 23 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და მიმდინარე წელს არ უსრულდებათ 24 წელი;
2. აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: ზოგადი უნარები, უცხო ენა, ქართული ენა და მათემატიკა.
2. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (2017 წლის 29 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით);
3. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში (2017 წლის 30 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით);
4. აბიტურიენტებს, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და გაგზავნილ იქნებიან სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად (2017 წლის 31 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით);
5. საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყებამდე იუნკერებმა უნდა გაიარონ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT);
6. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 3 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.
საბუთების ნუსხა:
შენიშვნა:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება