| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.
ამჯერად ''თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თეთრიწყაროს N1 სკოლაში ჩატარდა.
თეთრიწყაროს გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, გამგებლის მრჩეველი დავით ფაღავა, გამგეობის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, რესურსცენტრის უფროსი გულნაზ აფციაური, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
''თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კოდის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, მარიამ ყულიაშვილი დაეუფლა.
''თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე'' მარიამ ყულიაშვილი თავის შთაბეჭდილებას და ემოციებს გვიზიარებს:
''გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო, ძალიან აღელვებული და უზომოდ გახარებული ვარ. დიდ მადლობას ვუხდი ''ეტალონის'' წარმომადგენლებს და პირადად ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ამ პროექტში გამარჯვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნას და საკუთარი თავის რწმენას.''
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს:
''ძალიან სასიხარულოა, რომ ''ეტალონი'' თეთრიწყაროში, ამ ძირძველ ქართულ მიწაზე, დიდგორელების, არგვეთელების მიწაზე ჩატარდა. მივესალმები ამ პროექტის ორგანიზებულობას. დიდი მადლობა ბატონ გოჩას ამ ღონისძიებისთვის. ნამდვილად ღირსეული საქმეა, ეს პროექტი საქართველოს ხვალინდელი დღეა. ''ეტალონი'' მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს. წიგნის სიყვარული კი სამშობლოს სიყვარულია, ვისაც სწავლა უყვარს და განათლების მიღებას სურს, მას სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.''
გამგებლის მრჩევლის დავით ფაღავას თქმით, ღონისძიება ბრწყინვალედ ჩატარდა:
''საზღვარი არ აქვს ჩვენს ბედნიერებასა და სიხარულს ''ეტალონის'' ღონისძიებასთან დაკავშირებით. მართლაც ბრწყინვალედ ჩატარდა. რაც ყველაზე მთავრია, ბავშვებმა გაიხარეს. მათ ჰქონდა წარმატების მიღწევის სურვილი, რაც მოტივაციას აღვიძებს. მე ბედნიერი ვიყავი, რომ ყველამ გულითადად გაიზიარა მარიამ ყულიაშვილის სიხარული. ეს სიხარული სწორედ სიყვარულის ნიშანი იყო.''
გამგეობის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი ხაზს უსვამს პროექტის მასშტაბურობას:
''ყველაზე მთავრი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტს ახასიათებს და გამოარჩევს სხვა საგანმანათლებლო პროექტებისგან, ეს არის მასშტაბურობა. 83 მუნიციპალიტეტიდან უამრავი ბავშვი ერთვება ''ეტალონში''. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 28 სკოლიდან 27 მონაწილეობდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა პროექტის ორაგანიზატორებს, წარმატებებს გისურვებთ.''
რესურსცენტრის უფროსი გულნაზ აფციაური იმედს გამოთქვამს, რომ ''თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე'' ფინალშიც წარმატებას მიაღწევს:
''ძალიან ბედნიერი ვართ, რომ თეთრიწყაროში ჩატარდა ინტელექტ-შეჯიბრი. ყველაზე მთავარი და ძირითადი, რაც ამ ღონისძიების დანიშნულება იყო, არის ის, რომ ბავშვები მიეჩვივნენ დამოუკიდებლად, ერთსულოვნად საქმის კეთებას, ცოდნის დამტკიცებას. ჩვენი მოსწავლეები მართლა კარგად იყვნენ მომზადებულები. იმედი მაქვს, რომ ფინალურ ღონისძიებაზეც პირველ ადგილზე თუ არა, 3 საპრიზო ადგილს შორის მაინც მოვხვდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი და მისასალმებელები არის ის, რომ ბავშვები არიან კმაყოფილები და დაინტერესებულები ამ პროექტით. რადგან ხვდებიან, რომ ცოდნა არის მთავარი ღირებულება.''
''თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მარიამ ყულიაშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი სკოლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეებში პრაქტიკული უნარების განვითარება“...
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...