| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გამოკითხული მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე სავალდებულო უნდა იყოს - აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის სიიდან ამოღებას გამოკითხული მოსახლეობის 30% ემხრობა, 58%-ის აზრით კი სავალდებულო უნდა იყოს, ხოლო 13%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის მიერ განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული სიახლეების მიხედვით, 2020 წლიდან უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და აბიტურიენტებს სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა, რომლის ცდომილების ზღვარი +-2.3% პუნქტის ფარგლებშია.
იხილეთ ფოტო
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას