TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ზოგადი უნარების შემოღება თავიდანვე შეცდომა იყო“ - ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი განათლების რეფორმებს აფასებს
10-04-2019
-
+


განათლების რეფორმების შესახებ etaloni.ge-სთან  ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნუნუ კოპალიანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი ცვლილებები, რომელიც საატესტატო გამოცდების გაუქმებას, მასწავლებლებისთვის კრედტიქულების მოხსნასა და მომავალ წელს ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის სიიდან ამოღებას ეხება, დადებითი ნაბიჯებია.

როგორც დირექტორი ამბობს, აღნიშნული ცვლილებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქამდეც უნდა განეხორციელებინა.

- როგორ აფასებთ მასწავლებლებისთვის კრედიტქულების გაუქმებას, თქვენი აზრით, როგორ აისახება დაგეგმილი ცვლილებები პედაგოგებზე?

კრედიტუქლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას დადებითად ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ სქემას თავისი პლუსები აქვს, არსებობდა ბევრი პროგრამა, რომელშიც ჩართულები ვიყავით და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა. ყველაფერი შედეგით იზომება, რომელიც არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.

ამ სქემამ ნამდვილად გამოიწვია ქაღალდომანია. მასწავლებლები მთელ ზაფხულს ოქმების შევსებაში ატარებდნენ და ეს დრო რომ ბავშვებისთვის დაეთმოთ, გაცილებით კარგ შედეგებს მივიღებდით. შესაბამისად, ვფიქრობ, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო და უფრო ადრეც რომ გაუქმებულიყო კრედიტქულები, უკეთესი იქნებოდა.

- როგორ აფასებთ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას?

- საატესტატო გამოცდების შემოღების პირველი წლები ნამდვილად შედეგიანი იყო სხვადსხვა გარემოებების გამო, თუმცა, ბოლო წლებში CAT-ის გამოცდებმა თავისი ფუნქცია ამოწურა და აღარ იყო ნაყოფიერი. ეს იყო ხარჯი და ზედმეტი სტრესი ბავშვებისთვის. პრაქტიკულად, გამოდიოდა, რომ ორმაგი დატვირთვა ჰქონდათ ბავშვებს და ერთი და იმავე საგნებს 2-ჯერ აბარებდნენ. ამიტომ საატესტატო გამოცდები ამ ფორმით ნამდვილად გასაუქმებელი იყო.

- რაც შეეხება ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე განსახორციელებელ ცვლილებებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია 2020 წლიდან ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდიდან ამოღება?

- მე მიკვირს მათი, ვინც ტელევიზიაში გამოდის და ლობირებას უწევს ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდად დატოვებას. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა. რომ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებსაც რაღაც ინტერესი ჰქონდათ და მოგება ჰქონდათ ზოგადი უნარებით ამ წლების მანძილზე. არც ერთი ნეიტრალური დირექტორი და განათლების საკითხში ჩახედული ადამიანი არ იტყვის, რომ ზოგადი უნარები რაიმე შედეგის დამდები იყო.

ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი. თუკი მე პირველ ეტაპზე CAT-ის გამოცდებს დადებითად ვაფასებ და ვამბობ რომ ამ გამოცდებმა შემდგომ დაკარგა ფუნქცია და ახლა გასაუქმებელია, ზოგადი უნარების შემთხვევაში ვფიქრობ, ეს თავიდანვე შეცდომა იყო. შეცდომა იყო ისეთი საგნის შემოღება უმაღლესში ჩასაბარებლად, რომელიც სკოლაში არ ისწავლებოდა. თუ ეს ასე იყო, მაშინ სკოლაში უნდა ესწავლებინათ ეს საგანი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს აბსურდია. უნარებია ყველა ის საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება. უნარებია, ის რაც ქართულში ბარდება, მისი ვერბალური ნაწილი თავიდან ბოლომდე ქართულს ეკუთვნის და ქართულ ენაში მჟღავნდება ბავშვის უნარი, თემის წერა იქნება, გრამატიკული დავალება თუ სხვა. რაც შეეხება მათემატიკურ ნაწილს, ვინც მათემატიკას აბარებდა, ის ბავშვი თავისუფლად ჩააბარებდა მეორე ნაწილსაც.

ერთის მხრივ, ეს ფინანსურად იყო მძიმე მშობლებისთვის, რადგან სესხს იღებდნენ ამ საგანში ბავშვების მოსამზადებლად, ხოლო მეორეს მხრივ, ეს ბავშვების სკოლიდან გადინებას ემსახურებოდა. ჩვენ ვართ სკოლა, რომლის ბავშვებიც არც ერთ საგანში არ ემზადებიან, ბოლო 10 წელია ასეა. უნარებში კარგ შედეგს ნიჭიერები მაინც აჩვენებდნენ მომზადების გარეშე. ხოლო ისინი, ვინც ემზადებოდნენ ამაში, უამრავ თანხას ყრიდნენ და უამრავ დროს ხარჯავდნენ ფუჭად. შესაბამისად, ზოგადი უნარების გაუქმებას აბსოლუტურად ვეთანხმები.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

თითოეულ კლასში გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი ცოდნა და აქტიურობა

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება