სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა დარინა მეტრეველმა თემაზე - „კითხვის უნარის გაუმჯობესება პირველ კლასში“ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განახორციელა
08-04-2019
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსმა მასწავლებელმა დარინა მეტრევლლმა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განახორციელა. 

„საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლისთვის. ამ აქტივობამ ხელი უნდა შეუწყოს მკვლევრის პროფესიულ  განვითარებას, სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებას.

აღნიშნულის გათვალისწინებით  გადავწყვიტე  განმეხორციელებინა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა,რომლის თემაც გახლდათ - ,,კითხვის უნარის გაუმჯობესება პირველ კლასში“.

კვლევის მიზანი იყო დამედგინა კითხვის სწავლების პროცესში გამოვლენილი პრობლემების გამომწვევი მიზეზები  და მათი გადაჭრის გზები. ასევე ეფექტური სტრტეგიების გამოყენებით კითხვის უნარის გაუმჯობესება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებში.

კვლევა განხორციელდა 2017-2018  სასწავლო წელს, გრძელდებოდა 6 თვის მანძილზე. იმის დასადგენად თუ რამდენად კარგად ჰქონდათ მოსწავლეებს გამომუშავებული კითხვის უნარები  გამოვიყენე თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები. კერძოდ, დაკვირვება,ფოკუსირებული დაკვირვება,ფოკუს ჯგუფი,სადიაგნოსტიკო ტესტები, ინტერვიუ, გამოკითხვა. საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ის  სავარაუდო მიზეზები,რომლებიც განაპირობებდა მოსწავლეებში კითხვის დაბალი დონის არსებობას.

აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად დავგეგმე შესაბამისი ინტერვენციები და ვთვლი,რომ მიზანს მივაღწიე. კლასში გავაუმჯობესე კითხვის დონე და მოსწავლეებიც უფრო მოტივირებულები გავხადე.

დასკვნის სახით  შემიძლია ვთქვა,  რომ ეს იყო  ჩემი პირველი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.  მე არ მყოლია წინამორბედი  მკვლევარი  კოლეგა, რომელიც  გამაცნობდა  თავის   პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევას. ამიტომ  ჯერ  გავეცანი  შესაბამის  ლიტერატურას,   შემდეგ კი    შევუდექი პრაქტიკულ მუშაობას.  ბევრი რამ თვითონ კვლევის პროცესში  ვისწავლე.  ჩემმა კვლევამ პირველ რიგში მე მომიტანა  სარგებელი  პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. სარგებელი მოუტანა კვლევაში ჩართულ  ბავშვებს და მშობლებს.  გაიზარდა  ბავშვების  წიგნიერების დონე, მშობლებმა ისწავლეს როგორ  ჩაერთონ  შვილის განვითარების  პროცესში.  ჩემი მუშაობა სასარგებლო იქნება კოლეგებისთვისაც. ისინი ამ ნაშრომზე დაყრდნობით  უფრო  ადვილად  განახორციელებენ საკუთარი  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას“,-აღნიშნავს დარინა მეტრეველი.

იხილეთ უფროსი მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა კითხვის უნარის გაუმჯობესება პირველ კლასში.docx

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება