სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე ჩატარდა
10-03-2017
-
+


ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში "ღია კარის დღე" გაიმართა. აბიტურიენტებს აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და რექტორის მოადგილე, ერეკლე ჩიგოგიძე შეხვდნენ.

"ღია კარის დღე" ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი ღონისძიება აბიტურიენტთა დიდი აქტივობით გამოირჩეოდა, დღეს აკადემიამ 1200–ზე მეტ დაინტერესებულ პირს უმასპინძლა. 

სასწავლო სამმართველოს უფროსმა, მარიამ დარბაიძემ ახალგაზრდებს რამდენიმე ეტაპად პრეზენტაცია წარუდგინა აკადემიაში მიღების პირობების, არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. აბიტურიენტებს ასევე მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და არსებული საცხოვრებელი პირობები.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 2017 წლის 3 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადების ტესტი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება შემდეგი საგნები - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.

2017-2018 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტის, ინფორმატიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამებზე. აკადემიაში ჩაბარების შემთხვევაში თითოეული იუნკერი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით.

სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი". 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიერ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება