სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამბაქო „გაასამართლეს“
01-04-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის, შორენა დიასამიძის ხელმძღვანელობით, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

მოსწავლეებმა „თამბაქოს გასამართლება“ მოაწყვეს.

სტატისტიკის თანახმად, თამბაქოს ზემოქმედების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი, საქართველოში კი 11 ათასი ადამიანი იღუპება. მოსწავლეებმა სკოლაშიც ჩაატარეს მცირე კვლევა და სასკოლო საზოგადოებას  შედეგები გააცნეს.

„ღონისძიება საინტერესო და სასიამოვნო იყო. მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ აქტივობაში ჩართვისთვის. იმედია, ჩვენი მოსწავლეების ეს პატარა ჩაგდებული მარცვალიც იმოქმედებს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სურვილზე, რომ საქართველო 2030 წელს თამბაქოსაგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდეს. ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

29 მარტს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება, რომლის მიზანსაც თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობასა და თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორიმირება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება