სიახლეები
სამასწავლებლო

რა შემთხვევაშია ბავშვისთვის სკოლის შეცვლა გამართლებული - სკოლების დირექტორების მოსაზრებები
28-03-2019
-
+


რა შემთხვევაშია გამართლებული სკოლის შეცვლა ბავშვებისთვის და რამდენად რთულად ეგუებიან მოსწავლეების ახალ გარემოს.

რეალურად სკოლის შეცვლა არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა და გაარკვია , მათი აზრით რა შემთხვევაშია გამართლებული სკოლის შეცვლა და რამდენად რთულია მოსწავლეებისთვის ახალ გარემოსთან შეგუება.

გთავაზობთ სკოლების დირექტორების კომენტარებს:

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის დირექტორი მარლენ მარგიანი:

„მე მაგალითად, სკოლის გამოცვლა რეკომენდირებულად საერთოდ არ მიმაჩნია. ბავშვი ძველ გარემოსთან არის შეგუებული და მას ხშრად უჭირს ადაპტირება ახალ გარემოსთან. ჩვენს სკოლაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც საცხოვრებელი გარემოს შეცვლის გამო ბავშვი ჩვენს სკოლაში გადმოიყვანეს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამ ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდა. ის დღესაც ჩვენს სკოლაში სწავლობს და ბევრი მეგობარი ყავს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა შარაძე:

„სკოლის შეცვლის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, შეიძლება ეს იყოს საცხოვრებელი გარემოს შეცვლა ან უბრალოდ მშობლის სურვილი, მისი შვილი სწავლობდეს მისთვის სასურველ პრესტიჟულ სკოლაში. მე მქონია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მშობელმა პირდაპირ მითხრა, რომ არ ჰქონდა სურვილი მის შვილს სოფლელი კლასელები და მეგობრები ჰყოლოდა. ამდენად, მგონია, რომ ხანდახან ეს მშობლის ახირება უფროა, ვიდრე ბავშვის. რაც შეეხება შეგუების მომენტს, ვთვლი, რომ უფროსკლასელების შემთხვევაში უფრო რთული ფაქტის წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში ბავშვს უჭირს ამდენი წლის მეგობრებთან განშორება და ასევე იმ ბაშვებისთვის, სადაც ის გადადის, ძალიან რთულია სრულიად უცხო ბავშვის მიღება, როდესაც თვითონ 10 და 11 წელი მეგობრობენ“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლის დირექტორი შალვა თურმანიძე:

„ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ბავშვი სხვაგან გადასულიყოს. ამდენად, არასოდეს ვყოფილვარ ამ საჭიროების წინაშე, რომ ამ თემაზე მეფიქროს. თუმცა, ვთვლი, რომ ეს გარკვეულწილად მაინც რაღაც ფსიქოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული ბავშვისთვის“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი:

„მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაგვარია. ქალაქში სხვა მიზეზებით არის ეს გამოწვეული და სოფელი სხვა მიზეზებით. ქალაქში ბევრი სკოლაა და ხშირად არის კონკურენცია სკოლებს შორის. მშობელს ბავშვი გადაჰყავს იმ სკოლაში სადაც უკეთესი განათლების მიცემა შეუძლიათ. რაც შეეხება სოფელს, ეს არაა საბაზრო ზონა, სადაც ბევრი სკოლაა და კონკურენციაც მაღალი. ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად სკოლის შეცვლა გამოწვეულია საცხოვრებელი სივრცის შეცვლით. ვფიქრობ, ყველა ასაკში ინდივიდუალურია ემოციური ფონი. ზოგი მარტივად ეგუება ახალ გარემოს ზოგი ძნელად. აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიზეზს, რატომ უწევს ბავშვს სკოლიდან წასვლა“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი ია კვატაია:

„სკოლის გამოცვლა ძალიან ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. შესაძლებელია ბავშვისა და მშობლის ინტერესს ვერ აკმაყოფილებდეს სკოლა და არ მოსწონდეთ მათ ინფრასტრუქტურა. ხშირად ხდება ისეც, რომ მშობლებს მეტად მოსწონთ და იზიდავთ ქალაქის სკოლები და თვლიან რომ სათანადო განათლებას ბავშვი, სწორედ ქალაქის სკოლაში მიიღებს. იქ საწრეო მუშაობაც უფრო აქტიურად მიმდინარეობს და სპორტზე და მუსიკაზე შეყავთ ბავშვი. ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევა იყოს, როდესაც ბავშვისთვის სკოლის გამოცვლას გეგმავდა მშობელი, მე მომდიოდა წერილები ბავშვისგან და მთხოვდა დავხმარებოდი და მშობელს დავლაპარაკებოდი, რომ გადაეფიქრებინა დაგეგმილი. ბავშვებისთვის, რეალურად ძალიან დიდ სტრესთან არის დაკავშირებული მშობლიური სკოლის გამოცვლა. ხშირად ძალიან უჭირთ მათ მეგობრებთან და შეჩვეულ გარემოსთან განშორება“.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხურციძე:

„ძირითადად ეს დამოკიდებულია სოციალურ მდგომარეობაზე. შეიძლება ოჯახმა გამოიცვალოს ბინა. მე მქონია შემთხვევა, როდესაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა ბავშვი ქუთაისიდან. მინდა აღვნიშნო, რომ მას საერთოდ არ გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, რადგან ვფიქრობ, სოფელში ბავშვები მეტად თბილები არიან“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ კვარაცხელია:

„სკოლის შეცვლა ხშირად ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც სკოლა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც მშობელს და ბავშვს აქვს. ვფიქრობ, არცერთი ბავშვისთვის არ წარმოადგენს ეს ცვლილება პრობლემას. თუ ოჯახი არ იცვლის საცხოვრებელ გარემოს, მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და ბავშვები ადვილად იმეგობრებენ ახალ თანაკლასელებს და ახალ სკოლასაც ადვილად ეგუებიან“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცარციძე:

„ვფიქრობ, სკოლის გამოცვლა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახი იცვლის საცხოვრებელ ადგილს. ჩვენი სკოლის მაგალითზე, ასეა. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვს აქვს კონფლიქტი თანაკლასელთან და შეუძლებელი ხდება ამ კონფლიქტის მოგვარება, მოსწავლე გადადის სხვა სკოლაში. ეს ცვლილება, ცხადია, მოქმედებს ბავშვზე ფსიქოლოგიურად. თუმცა ხშირად ხდება ისეც, რომ მოსწავლეები, რომლებიც ძველ სკოლაში განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებითა და ყოფაქცევით არ გამოირჩეოდნენ, ახალ სკოლაში, სადაც არავინ იცნობს, სრულიად იცვლებიან და ყველაფერს თავიდან იწყებენ. მეტად ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ამდენად, ვფიქრობ, ეს ემოციური მომენტიც ინდივიდუალურია“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი გია მაღლაკელიძე:

„სკოლის შეცვლა შეიძლება ოჯახურმა პირობებმა გამოიწვიოს. ასევე შესაძლებელია სკოლა ვერ აკმაყოფილებდეს პიროვნების მოთხოვნილებებს და ეს გახდეს მიზეზი ბავშვის სკოლის შეცვლის. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ბავშვებს არ უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება მაშინ, როდესაც კლასი არის მეგობრული. სკოლის შეცვლა ხშირად დადებით აისახება ხოლმე ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე და ძალიან იშვიათად უარყოფითად“.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი:

„ჩვენს სკოლაში ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ ბავშვს სკოლა გამოეცვალოს. ვფიქრობ, ამ დროს ძალიან რთულია ბავშვისთვის ახალ გარემოსთან, ახალ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეგუება. ეს ემოციური მომენტი კი მის აკადემიურ მოსწრებაზე აისახება“.

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბოლქვაძე:

„საერთოდ ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის სასურველი, როდესაც ბავშვს სკოლის გამოცვლა უწევს. ის წლების მანძილზე შეგუებულია გარემოს, მასწავლებლებსა და თანაკლასელებს და ახალ გარემოში გადასვლა შესაძლებელია გარკვეულ სტრესთან იყოს დაკავშირებული. ჩვენი სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც საუკეთესო სასკოლო განათლებას აძლევენ მოსწავლეებს და ვფიქრობ, ჩვენს კონკრეტულ მაგალითზე, ვერ იარსებებს სხვა მიზეზი, სკოლის შეცვლის, გარდა საცხოვრებელი სივრცის შეცვლით გამოწვეული მიზეზისა“.


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
სკოლებში დასვენების დღეები 3 მაისიდან 7 მაისამდე გაგრძელდება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
„ქართული მარტო ენაა?! კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეგრძელი იყავ ენავ დედაო!“, - ამ სიტყვებით კი დასრულდა ღონისძიება
სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება