სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ არის ის პროექტი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტს - ნინოწმინდამ „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
12-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ნინოწმინდის კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც "ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლეგამოვლინდა.

ღონისძიებას ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ნინოწმინდის ეტალონ მოსწავლეს“, ჯემმა სეირანიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით ზედგინიძემ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ძალიან მნიშნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის:

„ამ წლების განმავლობაში, რაც „ეტალონი“ ტარდება ჩვენთან, მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა, რომ პროექტის გამარჯვებული ქართულენოვანი სკოლის მოსწავლე გახდა. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები ძალიან არიან მოდნომებული და ჩართული ამ პროექტში. ჩვენთან მხოლოდ ოთხი სკოლაა ქართული, 33 - აქართულენოვანი და ერთიც შერეული. მე მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენი მოსწავლეები მეტად სწავლობენ ქართულ ენას და აზროვნებას. ამდენად, ვფიქრობ, „ეტალონი“ არის ის პროექტი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და წარმატებები ვუსურვო ჩვენს „ეტალონ მოსწავლე“.

"ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის" ტიტული დილითის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ სერგეია ავეტისიანმა მოიპოვა:

„ეტალონში“ პირველად მივიღე წელს მონაწილეობა. ჩემთვის პირადად, ძალიან ადვილი იყო კითხვები. მართალია ქართულად საუბარი მიჭირს, მაგრამ ძალიან კარგად ვკითხულობ და მესმის. ამის შემდეგ შევეცდები უკეთესად ვისწავლო ქართული ენა. ძალიან გახარებული ვარ და მადლობა ამისთვის თქვენ“.

ნინოწმინდაში ჩატარებული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ დედისთვის, რომელმაც რამდენიმე სიტყვით სერგეია ავეტისიანი დაგვიხასიათა:

„სერგეია უნიჭირესი და ძალიან მიზანდასახული ბიჭია. რთულია სიტყვების პოვნა. დღეს ძალიან გახარებული ვართ ყველა. მე პირადად შოკში ვარ ჩემი შვილის ამ წარმატებისთვის. ის ყოველთვის ბევრს მეცადინეობს და მიხარია, რომ ეს შრომა დაუფასდა. მადლობას ვუხდი „ეტალონს“ ამ დღისთვის“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

 

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

მთავრობის დადგენილებით ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლესში სწავლის კრიტერიუმები დადგნიდა 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება