სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

5 ოქროს წესი სასკოლო ცხოვრების გასაუმჯობესებლად
11-03-2019
-
+


ადგილი, სადაც ჩვენი შვილები დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ და გარემო, რომელშიც სრულფასოვან პიროვნებებად უნდა ჩამოყალიბდნენ უსაფრთხო, ჯანსაღი და საგანმანათლებლო უნდა იყოს.

როგორ გავაუმჯობესოთ სასკოლო ცხოვრება - მუდამ აქტუალური საკითხის ირგვლივ Etaloni.ge გირჩევთ:

1. სასკოლო ცხოვრების გასავითარებლად მხოლოდ პედაგოგთა გარჯა არ კმარა, საუკეთესო შედეგის მისაღწევად მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთობლივად უნდა მუშაობდეს და თანამშრომლობით, პასუხისმგებლობების გადანაწილებით წყვეტდნენ პრობლემურ საკითხებს. შვილის სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემური ჩართვა არსებითად მნიშვნელოვანია;

2. ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. დროის სვლასთან ერთად იცვლება სწავლების მიდგომები და ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ შემეცნებაში. სკოლას სიახლეების მიღება არ უნდა გაუჭირდეს;

3. რაც არ უნდა სრულყოფილი სასკოლო გარემო შექმნა, წარმატების მიღწევა მოსწავლეთა მოტივაციის გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვებს განათლებით დაინტერესებისა და სამომავლო წინსვლისთვის წამახალისებელი მიდგომები სჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს სახალხო შექება, დიპლომების გადაცემა, ექსკურსიით დაჯილდოვება...

4. მნიშვნელოვანია, მოსწავლე ინდივიდუალურ განათლებასა და წინსვლაზე ზრუნავდეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასკოლო ცხოვრების განვითარება არა მხოლოდ ერთეულების წარმატებაზე, არამედ გუნდურ მიდგომებსა და ერთობლივ შედეგებზეა დამოკიდებული, ამდენად, თანაკლასელები მეგობრული მიდგომებით ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ;

5. და ბოლოს, საინტერესო საგაკვეთილო პროცესისა და ინოვაციური სასკოლო ცხოვრების მთავარი წარმმართველი პედაგოგია, რომლის შრომაც სათანადოდ უნდა დაფასდეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება