TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის შეუძლია ბაგა-ბაღების პერსონალს ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების მირთმევა - სააგენტოს განმარტება
07-03-2019
-
+


„ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი კერძების გასინჯვა პედაგოგებს აკრძალული აქვთ“, - პარტია „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის ამ განცხადების საპასუხოდ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ბაღის პერსონალს შეუძლია ბავშვებისთვის განკუთვნილი მორჩენილი საკვები მიირთვას და ამაზე მათ არავინ „გამოეკიდება“.

თეონა ჭალიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ ბაღებში საკვები არა მხოლოდ აღსაზრდელებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც იყოს განსაზღვრული, აღნიშნული ცვლილების განხორციელება კი მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით სულაც არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს.

„მაშინ, როცა საბავშვო ბაგა ბაღების აღმზრდელებისა და პედაგოგების ხელფასი 240-260 ლარს შეადგენს, ვფიქრობთ, ჩვენი ინიციატივა უნდა იყოს გათვალისწინებული და მათთვის საკვების მომზადება აუცილებელი უნდა გახდეს, ვინაიდან ეს ნაბიჯი არ საჭიროებს არც ბიუჯეტის ცვლილებას და არც დამატებას.

მოგეხსენებათ, ბავშვებისთვის საკვები ყოველდღიურად მზადდება, რისთვისაც ყოველწლიურად ცხადდება ტენდერი იმ რაოდენობის ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებზე, რომელიც ბაღშია რეგისტრირებული, მაგრამ ყოველდღიურად აღსაზრდელების 100%-იანი დასწრება არც ერთ ბაღში არ ფიქსირდება.

შემიძლია წარმოგიდგინოთ, თბილისის 180 საჯარო ბაღის მონაცემები. „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით აღმოჩნდა, რომ რეგისტრირებული აღსაზრდელების 42% საერთოდ არ გამოცხადებულა 20 თებერვალს ბაღებში. დაახლოებით, მსგავსი სტატისტიკაა მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, საშუალება გვაქვს, რომ ბიუჯეტის გაზრდის გარეშე ბაგა-ბაღების აღსაზრდელების პედაგოგებისთვის გათვალისწინებული იყოს საკვების მომზადება“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, კონკრეტულად პერსონალისთვის ცალკე საკვები გამოყოფილი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვების უმეტესობა ყველაფერს არ ჭამს და პედაგოგებისთვის საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა არ დგას.

„დღეის მდგომარეობით, პერსონალისთვის კვება კონკრეტულად გამოყოფილი არ არის. დღის განმავლობაში საბავშვო ბაღში საკვები მზადდება იმ რაოდენობის ბავშვებისთვის, რა რაოდენობაც ესწრება, ანუ დასწრების მიხედვით ხდება საკვების მომზადება მენიუსა და კალორაჟის გათვალისწინებით, რომელიც სტანდარტულია და ყველა საჯარო ბაღში ერთნაირია.

თუ საკვები მორჩა, რა თქმა უნდა, იმის მირთმევის უფლება აქვთ და ამას არავინ უკრძალავს პერსონალს. ძირითადად ამის საშუალება არის, რადგან ბავშვები პატარები არიან ულუფები ბევრია, ზოგ კვებაზე 3 სახეობის საკვებია, ზოგს რაღაც არ უყვარს, არ ჭამს შესაბამისად, პრობლემა პერსონალის კვების უზრუნველყოფის არ დგას. ისე არ არის რომ პერსონალი მშიერი რჩებოდეს. ის რომ მორჩენილი საკვები აუცილებლად უნდა გადაყაროს ესე არ არის, პერსონალს შეუძლია მორჩენილი საკვები მიირთვას და ამაზე არავინ გამოეკიდება“, - განგვიცხადეს ბაგა-ბაღების სააგენტოში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება