სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა
05-03-2019
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

კვირეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერაა ინიცირებული. პირველი ღონისძიება კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გახსნა სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო თოფურიძემ, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ, ჟიული შარტავას პიროვნებაზე, როგორც ერის ღირსეულ შვილზე, ისაუბრეს: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გია გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, ბატონმა ოთარ ხუფენიამ; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა, სსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ და სსუ-ის განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლია ახალაძემ.

ღონისძიება მხატვრულად გააფორმეს სსუ-ის სტუდენტურმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა.

აღსანიშნავია, რომ სსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით დაწესდა სპეციალური ჯილდო მედალიონის სახით, წარწერით „სოხუმელი“. დღეს ეს ჯილდო პირველად გადაეცა ჟიული შარტავას ოჯახს.

როგორც რექტორი ზურაბ ხონელიძე ამბობს : - „ეს არის სიმბოლური ჯილდო, რომელიც ამ სახელის ქვეშ გააერთიანებს ქართველს და არაქართველს - განურჩევლად ეროვნებისა; ყველა საქართველოზე შეყვარებულ ადამიანს, რომელთა ყურადღებაც, შრომაც, ღვაწლიც მიმართული იქნება ქვეყნის ერთიანობისა და კონსოლიდირებისკენ. ესაა იდეაც, იდეალიც, პრინციპიც და ცხოვრების კრედოც. მოხარული ვარ, რომ პირველად ეს ჯილდო გადაეცა თავდადებული მამულიშვილის, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ოჯახს.“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება