სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა ზოგადპროფესიულ ტრენინგში 7000-ზე მეტი მასწავლებელი ჩაერთვება
27-02-2017
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, “ზოგადპროფესიული უნარების კურსის მესამე მოდულის - სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ პილოტი ჩატარდა.

მოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ საქართველოში მოქმედი მასწავლებელთა საჭიროების კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგების საფუძველზე შემუშავდა. პილოტი მიზანად ისახავდა ტრენინგმოდულში წარმოდგენილი საკითხების მიმართ მონაწილეების ინტერესისა და მზაობის გადამოწმებას და დამსწრეთაგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე მოდულის მასალაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

პილოტში მასწავლებელთა პროფესიული გავნითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებული 24 ტრენერი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ასევე საჯარო და კერძო სკოლების მოქმედი მასწავლებელი არიან.

აღნიშნული ტრენინგში მიმდინარე წლის აპრილ-მაისის თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი ჩაერთვება, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი და მეორე მოდულის მიხედვით 2016-2017 წლის ოქტომბერ-თებერვლის პერიოდში.

ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება სასწავლო პროცესის პოზიტიურად და ეფექტურად მართვის უნარების გამომუშავებაში - მონაწილეები შეძლებენ მაქსიმალურად მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში შეძლებს სწავლას.

მონაწილეები ასევე გაეცნობიან მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარების სტრატეგიებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მასწავლებლებს საშუალებას მისცემს
გააცნობიერონ კოლეგებთან თანამშრომლობითი კულტურისა და კრიტიკული მეგობრობის დამკვიდრების მნიშვნელობა და პროფესიული პორტფოლოს გამოყენების სარგებელი.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც. საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა დაგადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.

პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:

1. ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტქულა)

2. აქტიური სწავლება საგანში (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული - 2 კრედიტქულა)
ტრენინგებს მასწავლებლები ორ ნაკადად გაივლიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება (ზოგადპროფესიული უნარებსა და საგნობრივ მეთოდიკაში); მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 ივლისის პერიოდში გაივლის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება