სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

წარმატებული პირველი ეტაპი და მზადება „წალკის ეტალონისთვის“
27-02-2019
-
+


წალკის მუნიციპალიტეტში 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური უკვე 7 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი

"პროექტში 82 მოსწავლე მონაწილეობდა. 7 მარტს კი ვაპირებთ ეტალონის მეორე ეტაპი მუნიციპალიტეტის სპორტდარბაზში ჩავატაროთ. რაც შეეხება ზოგადად ეტალონის პროექტს, გეტყვით რომ ყველა მოხარულია მსგავს აქტივობაში მონაწილეობით, განსაკუთრებით მოსწავლეები არიან დაინტერესებულნი. ემზადებიან პროექტისთვის და ყველას უნდა რომ გამარჯვება მოიპოვოს. ნამდვილად მივესალმები ეტალონის პროექტს, რადგანაც ის ბავშვებისთვის ინტელექტის ამაღლებას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ მოსწავლეებისთვის სახალისოა ამ პროექტში ჩართულობა. მოსწავლეების ინტერესი წლიდან წლამდე იმატებს, წელს პროექტში თითქმის გაორმაგებული რაოდენობის მოსწავლეები მონაწილეობენ".

წალკის რესურსცენტრის უფროსი არსენ ჯმუხაძე:

„ეტალონის“ შესარჩევმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა გამოავლინეს და ახალა შესაძლებლობებს მეორე ტურზე გამოცდიან. მოუთმენლად ელიან მუნიციპალიტეტში ჩემპიონატის სტუმრობას. „ეტალონი“ ხომ ჩვენს ახალგაზრდებს უფრო თამამებს, მოტივირებულებსა და წარმატებისკენ ორიენტირებულებს ხდის.“

წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე:

„ტესტირების პირველ ეტაპზე მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და დაინტერესება იყო. მშვიდ და თანაბარ გარემოში ბავშვებმა საკუთარი ცოდნა გამოავლინეს და ახლა მეორე ეტაპისთვის მოუთმენლად ემზადებიან. შარშან წალკის მუნიციპალიტეტი სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლემ წარადგინა „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალზე და ამ ფაქტმა მოსწავლეების მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა.“

წალკის N1 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ლილი ზოიძე:

„ძალიან დიდი იყო დაინტერესება და მოლოდინი, „ეტალონში“ მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ეძლევათ და წარმატება მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას. ტესტირების პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა, ახლა მოსწავლეები მოსულ საკითხებს გაკვეთილზე განიხილავენ, დამატებით ლიტერატურას ეცნობიან და მოუთმენლად ემზადებიან მეორე ტურისათვის.“

თრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ფარჯიანი:

 

„ეტალონთან“ ერთად სასწავლო პროცესი მეტად სახალისო და ნაყოფიერი ხდება, მოსწავლეებს უყვართ ეს პროექტი და სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი ჩართულობა. პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით.“

 

თრიალეთის საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ნარგიზ ვაშაყმაძე: 

 

„მაღალია მოსწავლეების ჩართულობა დაინტერესება და „ეტალონის“ მიმართ. მათ ჩემპიონატში შესაძლებლობების წარმოჩენისა და ცოდნის დაფასების საშუალება ეძლევათ, მშვიდ და თანაბარ გარემოში წარიმართა პირველი ეტაპი, შედეგებითაც კმაყოფილები ვართ და იმედია, მეორე ტურშიც წარმატებით ვიასპარეზებთ.“

 

რეხის საჯარო სკოლის „ეტალონისპედაგოგი ნაირა ჯანთიშვილი:

 

„ჩემპიონატთან ერთად იზრდებიან ჩვენი მოსწავლეები და იზრდება მათი შესაძლებლობებიც. პირველმა ტურმა კარგად ჩაიარა, ქულებიც საკმაოდ მაღალი დაიწერა. ახლა მოუთმენლად ველოდებით და ვემზადებით მეორე ტურისთვის.“ 

 

დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი:

 

„ძალიან კარგი პროექტია და მიხარია, რომ ჩვენი მოსწავლეები დიდ დაინტერესებას იჩენენ „ეტალონის“ მიმართ. წარმატებული პირველი ეტაპის შემდეგ მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით და გვინდა, რომ ჩვენი სკოლა ღირსეულად წარმოჩინდეს.“

 

დარაქოვის საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი სილვა გუბასარიანი:

 

„მიუხედავად ენის ბარიერისა, ჩვენი მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან ჩემპიონატში და სახელმწიფო ენაზე საკითხების გააზრებას და წარმატების მიღწევას ცდილობენ. კარგად ჩაიარა ტესტირებამ და ახლა მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.“ 

 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

 


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

რეგისტრაცია 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება - დეტალურ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე
 
 
 
ბრწყინვალეა საყდრიონის საჯარო სკოლის გუნდის შედეგებიც
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება