TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ შეასწავლის ქართულ სკოლებში მოსწავლეებს ჩინურ ენას
19-02-2019
-
+


მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში მე-5 კლასიდან  ჩინური ენის სწავლება იქნება შესაძლებელი.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა,  მოსწავლეებისთვის ჩინური ენის შესწავლას, როგორც ჩინურის მცოდნე ქართველი მასწავლებლები, ისე ჩინელი მოხალისეები შეძლებენ.

„ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ამჟამად სავალდებულო 2 უცხოური ენაა. პირველი ეს არის ინგლისური, რომელიც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ისწავლება და სავალდებულოა, ხოლო მეორე ენა შემოდის მე-5 კლასიდან და ის დამოკიდებულია მოსწავლეების, მშობლების არჩევანზე  და ცხადია, სკოლის შესაძლებლობებზეც.

აქამდე ძალიან დიდი ტრადიცია გვქონდა ევროპული ენების სწავლების. ძირითადად ისწავლება ფრანგული, გერმანული, რუსული. თუმცა, ახლა დაინტერესება დიდია აღმოსავლური ენების მიმართაც. ამიტომ ჩინეთის საელჩოსთან ერთად, თავისუფალი უნივერსიტეტის, კონფუცის ინსტიტუტთან ერთად ვთანამშრომლობთ. უკვე მომზადდა წლიური პროგრამა, გრამატიკის სახელმძღვანელო და ჩვენს მოსწავლეებს  შესაძლებლობა ექნებათ, რომ მე-5 კლასიდან აირჩიონ ჩინური ენა“, - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მისივე თქმით, მზადდება სახელმძღვანელოები, ხოლო ჩინური ენის სწავლების პროცესში გადამზადდებიან ქართველი სპეციალისტები. 

„ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რესურსების მომზადება და პედაგოგების გადამზადება. ჩინური ენის სწავლების სურვილი თავად სკოლებმა უნდა გამოთქვან. თუ მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა მოგროვდება, რომ შეიქმნას ჯგუფი, სკოლები მოგვმართავენ ჩვენ თუ დახმარება ენდომებათ. შემდგომ უკვე ჩვენ ვუზრუნველყოფთ სახელმძღვანელოებით მათ მომარაგებას და პედაგოგების გადამზადებას. ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს.

ამასთან, ჩინური ენის მასწავლებელი შეიძლება იყოს, როგორც ქართველი პედაგოგი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ჩინური, ასევე ჩინელი მოხალისეები. რამდენიმე წელია ჩინეთიდან ჩამოდიან მოხალისეები და ისინი ეხმარებიან ჩვენს პედაგოგებს. ასე. რომ ორივე ვარიანტი შესაძლებელია.

რაც შეეხება რესურსებს, რა თქმა უნდა, ჩინურის სწავლების არაერთი რესურსი არსებობს, თუმცა ახლა, სპეციალურად კონფუცის ინსტიტუტთან ერთად ვმუშაობთ ისეთ რესურსზე, რომელიც ქართველ ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. ანუ ეს იქნება ქართული სახელმძღვანელო, რომელიც ჩინურს შეასწავლის.

მოლოდინი გვაქვს რომ დაინტერესება იქნება, რადგან სანამ პროგრამა მომზადდებოდა, მანამდე სხვადასხვა სკოლებში ჩინურის სწავლება მიმდინარეობდა, თუმცა, ახლა იქნება უფრო სისტემური“,- განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

ასევე იხილეთ: სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება