სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

3 ლექსი დედაზე, რომლებიც ბავშვებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ
03-03-2020
-
+


დედას შვილების ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყველა დროსა და ეპოქაში იწერებოდა ლექსები, პოემები, ნაწარმოებები დედაზე. უმღეროდნენ დედას, იღებდნენ ფილმებს...

გამონაკლისი არც 21-ე საუკუნეა... თუმცა არსებობს სამი ლექსი დედაზე, რომლებმაც წლებს გაუძლო და ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს და რაც მთავარია, ყველა თაობამ ზეპირად იცის.

მაყვალა მრევლიშვილი - ხელისგულზე

- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

იოსებ ნონეშვილი - დედა

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ილია ჭავჭავაძე - ქართლის დედას

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?

მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა, 
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, 

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, 
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული, 
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება, 
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

განათლების სამინისტრომ კონკური გამოაცხადა - შერჩეული აპლიკანტები გრანტის სახით 35000 ლარს მიიღებენ

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

რა გამოცდილება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით - ახალი მოთხოვნები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება