სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ პროექტია, რომელიც 13 წელია, არ დაბერებულა“ - გაიგეთ, ვინ გახდა „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“
11-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით მარნეულის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, რესურსცენტრის უფროსი ქენან ომაროვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო კირვალიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტები არის საშუალება ჩამოაყალიბოს პროგრესული და განათლებული ახალგაზრდობა:

„ეს ის პროექტია, რომელიც შეუძლებელია თავისი მნიშვნელობით სრულად შეაფასო, ასეთ მოკლე ინტერვიუში. ეს არის ყველაზე საჭირო რამ პატარა მოსწავლეების მოსამზადებლად, დიდი ცხოვრებისეული გზისთვის. ამას ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი 13 წელიწადია მიზანმიმართულად ანვითარებს და ყოველწლიურად იზრდება „ეტალონის“ მნიშვნელობა და დატვირთვა ახალგაზრდებში. წარმოიდგინეთ, ეს არის პროექტი, რომელიც არ დაბერებულა. არ მობეზრებია მოსწავლეებს და ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს. აქვე მინდა ვახსენო „ეტალონის“ ახალი წამოწყება, izrune.ge -ს სახით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის. ეს არის პორტალი, რომელიც მოგვიმზადებს განათლებულ და პროგრესულ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ „ეტალონს.“

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ქენან ომაროვმა აღნიშნა, რომ „ეტალონი“ დიდ როლს თამაშობს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის კუთხით:

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ტიპის ღონისძიებების ჩატარება ჩვენს მუნიციპალიტეტში. 74 სკოლიდან 64 არაქართულენოვანი სკოლაა. მიუხედავად არსებული ენის ბარიერისა, ჩვენი მოსწავლეები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ „ეტალონში“ , უკეთესად ისწავლონ ქართული და იყვნენ წარმატებულები. დღევანდელი ღონისძიების ფინალიც სწორედ ამაზე მეტყველებს - „მარნეულის ეტალონი მოსწავლე“ გახდა არაქართველი მოსწავლე. ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან მამოტივირებელია თითოეული მოსწავლისთვის.“

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო კირვალიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და  „მარნეულის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატება მიულოცა: 

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოსთვის და მით უმეტეს, ისეთი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის, როგორიც ჩვენი მუნიციპალიტეტია. მახარებს ის ფაქტი, რომ დღევანდელ ჩემპიონატზე მარნეულის ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ამაღელვებელი, ემოციურად დატვირთული დღე იყო, რისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორს და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კვლავ გვეყოლება „ეტალონში“ გამოვლენილი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები.“

მარნეულის N4 საჯარო სკოლის ქართულის ენის მასწავლებელმა, ინეზა ქველაძემ გამარჯვებული დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ის სკოლაში სიბეჯითითა და სახელმწიფო ენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა:

აისელი ძალიან კარგი მოსწავლეა. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით არ ემზადებოდა, თუმცა ის ყოველთვის იმდენად მომზადებული და მოწესრიგებულია, ყოველთვის იმდენად კარგ შეფასებებს იღებს, რომ არ მიკვირს დღევანდელი მისი გამარჯვება. ჩვენს სკოლაში მოსწავლეებში სახელმწიფო ენის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. ძალიან უყვართ ქართულის გაკვეთილები და ყოველთვის ცდილობენ, მაქსიმალურად მომზადებულები მოვიდნენ გაკვეთილზე. დღეს, რომ მოვდიოდი დარწმუნებული ვიყავი, რომ აისელი გამარჯვებას მოიპოვებდა.“

„მარნეულის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი მარნეულის N4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, აისელ ახმედოვამ მოიპოვა. მისთვის გამარჯვება ძალიან ემოციური აღმოჩნდა:

„პირველად მივიღე ჩემპიონატში წელს მონაწილეობა და ახლა ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი. დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ დღისთვის.“ 

შეჯიბრში გამარჯვებულმა „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაშია აბიტურიენტი ვალდებული 1-ელ აგვისტომდე განაცხადი წარადგინოს NAEC-ში

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება