სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების მოხსნის საკითხზე გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ“- მიხეილ ბატიაშვილი
01-02-2019
-
+


მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის წელსვე გამოსაშვები გამოცდების შესაძლო მოხსნის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოსთან, სკოლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას საზოგადოება ძალიან სწრაფად შეიტყობს.

„ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ.  ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართულები და ვფიქრობთ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე, ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით მივიღებთ, იქნებიან ესენი სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული. მე-11 კლასელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლისთვის საატესტატო გამოცდების მოხსნა იგეგმება, მე-11 კლასის მოსწავლეებს კი გამოცდები წელსვე უნდა მოეხსნათ. საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართეს. საპროტესტო აქცია, 3 თებერვალს თბილისში მცხოვრებმა მე-12 კლასის მოსწავლეებმაც დააანონსეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება