სიახლეები
სამასწავლებლო

რა შეიძლება იყოს კრედიტქულების ალტერნატივა - დირექტორები საკუთარ აზრს გვიზიარებენ
26-01-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლებს გაუუქმდებათ კრედიტქულები და სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე აცხადებს, მოქმედი სქემა 2019 წლის ბოლომდეა ძალაში, მანამდე კი მასწავლებლებს შეუძლიათ გააგრძელონ კრედიტქულების დაგროვება.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები - ეთანხმებიან თუ არა კომპეტენციის გამოცდით დადასტურებას ან მათი აზრით, რა საშუალებებით უნდა აიმაღლოს პედაგოგმა სტატუსი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გაბრიჭიძე:

„მასწავლებელმა მისი ცოდნის დასადასტურებლად და ხარისხის ასამაღლებლად პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩააბაროს გამოცდა და ეს ცოდნა დაადასტუროს შემდეგ გაკვეთილის ჩატარების პროცესში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგები და გადამზადებები, რომლის შემდეგაც მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს“.

ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური:

„პედაგოგის შეფასება, მისი კომპეტენციის დადასტურება და ასევე ხარისხის ამაღლება ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად შესაძლებელია დირექტორის შეფასების საფუძველზე. ასევე გამოცდებით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით და გვაძლევს გარკვეულ სურათს. ვფიქრობ, პედაგოგის შესაფასებლად არ არის მომგებიანი გარე დაკვირვება. ამას ნამდვილად სჯობს, ძველი მეთოდის მიხედვით, მოულოდნელად მოხდეს გაკვეთილზე დასწრება და პედაგოგის შეფასება და ხარისხის განსაზღვრა".

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე:

„გამოცდაზე ისეთ არაფერი არ არის ჩასაბარებელი, რაც დაეხმარება პედაგოგს საგაკვეთილო პროცესში. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ გამოცდების ჩაბარება განსაზღვრავს პედაგოგის კომპეტენციას. ამის დადასტურება შესაძლებელია არა გამოცდებით, არამედ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით, რომლის გავლის შემდეგაც განისაზღვრება პედაგოგის ხარისხი“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბაგაშვილი:

„მე ვფიქრობ, რომ გამოცდებით ნამდვილად შეიძლება პედაგოგის კომპეტენციის დადასტურება. რაც შეეხება, ხარისხის ამაღლებას, ეს ალბათ შესაძლებელია დამატებითი ტრენინგებითა და გადასამზადებელი ლექციების შედეგად“.

ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ცნობილაძე:

„კრედიტქულების დაგროვების გაუქმების შემდეგ სამინისტრომ პედაგოგის კომპეტენციის დასადასტურებლად შემოგვთავაზა ალტერნატიული საშუალება - გამოცდები. ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად საუკეთესო საშუალება მასწავლებლის ხარისხის დასადასტურებლად“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ვაჩეიშვილი:

„მე ვფიქრობ, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა მასწავლებლის ხარისხის დასადასტურებლად იყო არაჩვეულებრივი საშუალება და იმედს გამოვთქვამ, რომ შენარჩუნდება“.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მუშარბაძე:

„კრედიტქულების გაუქმების შემდეგ, რომელიც ვფიქრობ, მაინც და მაინც, არ იძლეოდა კარგ შედეგს, კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია სხვდასხვა ორგანიზაციების შედეგად ჩატარებული ტრენინგებით და რა თქმა უნდა, ამ მიღებული ცოდნის დადასტურება გამოცდებით და ტესტირებებით“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კვარაცხელია:

„პედაგოგის კომპეტენციის დასადასტურებლად და ასევე მისი ხარისხის ასამაღლებლად, კრედიტქულების დაგროვების სისტემის გაუქმების შემთხვევაში, აუცილებელია პედაგოგთა გადამზადება სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით და შემდეგ უკვე მან უნდა ჩააბაროს გამოცდა ზუსტად აი იმ საკითხებში, რაც იქნება გადასამზადებელი ტრენინგების დროს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე:

„ძალიან კარგია, რომ გამოცდები შემოდის და ამ გამოცდებით მოხდება პედაგოგის კომპეტენციის დადასტურება. ასევე ვფიქრობ, ხარისხის ამაღლების მიზნით იქნებოდა ძალიან კარგი საშუალება ტრენინგები და წამახალისებელი შეფასებები ამ ტრენინგების დამაკმაყოფილებლად გავლის შემდეგ“. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საცდელს ტესტირებას NAEC 4 სექტემბერს ჩაატარებს - დეტალური ინსტრუქცია

სასწავლო გრანტი 293-მა სტუდენტმა მოიპოვა ან გაიუმჯობესა - იხილეთ კონკურსის შედეგები

 ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბრიდან იწყება - ოფიციალური ინფორმაცია

რჩევები სასწავლო წლის დასაწყისს ნაკლებად სტრესულს გახდის მშობლებისთვისაც

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები არ ემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლის ცოდნით ირიცხებიან უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში“

„როგორც ხელმძღვანელი, ვისურვებდი, არ მოგვკლებოდეს მონდომებული, სწავლაზე ორიებტირებული მოსწავლეები“...

„მადლობას ვუხდით ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს“... 

„თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს მუდამ ეამაყოთ თქვენი ღირსეული ნაბიჯებით“...

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება