სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ XXI საუკუნის საუკეთესო მოვლენაა“- „ქედის ეტალონი მოსწავლე“ უკვე ფინალისთვის ემზადება
25-01-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ქედის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, ქედის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ „ეტალონის“ ინოვაციურ იდეებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ნებისმიერ მოსწავლეს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს:

„ვიტყოდი, „ეტალონი“, რომელიც სატელევიზიო ფორმატიდან მოყოლებული დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების აქტიური ჩართულობა, რადგან ის დიდ როლს თამაშობს მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციის ასამაღლებლად. აქვე მინდა აღვნიშნო ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს გარდაუვალი აუცილებლობა ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანების კუთხით.“

საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქრი თურმანიძემ „ეტალონის“ ავტორს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში:

„განათლებული მომავალი თაობა არის ქვეყნის, ერის მომავალი. სწავლის გარეშე არაფერი გამოვა და დღევანდელი ღონისძიება ნათელი დასტურია იმის, რომ ჩვენს ახალ თაობას ეს კარგად ესმის. „ეტალონი“ არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ეხმარება პატარა გოგო-ბიჭებს თავის წარმოჩენაში. მინდა მადლობა ვუთხრა ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის გოჩა ტყეშელაშვილს და გვერდში დგომა აღვუთქვა ამ არაჩვეულებრივ იდეას.“

ქედის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ხარაძემ „ეტალონი“ XXI საუკუნის საუკეთესო მოვლენად დაასახელა და გამოთქვა იმედი პროექტის სატელევიზიო სივრცეში დაბრუნების შესახებ:

„პირველ რიგში, ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას კიდევ ერთხელ მივულოცავ დღევანდელ ღონისძიებას და ვიტყვი იმას, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომლითაც დაიწყო XXI საუკუნე. ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა, ყველაზე ინტელექტუალური პროექტი. ყველას კარგად გვახსოვს დრო, როდესაც „ეტალონს“ ტელევიზიით ვადევნებდით თვალს და ძალიან მწყდება გული რომ დღეს ის აღარ ჩანს სატელევიზიო სივრცეში. ეს პროექტი აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის. მან წიგნს დაუბრუნა ახალგაზრდობა.“

ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, დურმიშხან შავიშვილმა აღნიშნა, რომ „ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეთა პროცენტული წილი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება:

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს და თითოეულ იმ ადამიანს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ჩემპიონატების ორგანიზებაში. ჩვენს მოსწავლეებში ძალიან დიდია დაინტერესება და მონაწილეთა პროცენტული მაჩვენებელიც ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ „ეტალონი“ დროთა განმავლობაში ვითარდება და გვთავაზობს ახალ იდეებს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი მოსწავლის განათლების კუთხით."

ახოს საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, შორენა სურმანიძემ მოსწავლის წარმატება გაიზიარა და აღნიშნა, რომ ახოს საჯარო სკოლაში ჩემპიონატის მიმართ მზაობა მოსწავლეებში ყოველთვის ძალიან მაღალია:

„ვერ გადმოვცემ ჩემს ემოციას, იმდენად ბედნიერი ვარ. დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ ნიკა გეგიძის, არამედ მთელის სკოლის გამარჯვება. ჩვენს სკოლაში „ეტალონის“ ჩემპიონატისთვის მზაობა ყოველთვის ძალიან მაღალია და სიხარულით ელოდებიან ბავშვები ამ დღეს. მინდა თითოეულ მათგან ვუსურვო წარმატება.“ 

„ქედის ეტალონის მოსწავლის" სტატუსი ახოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ნიკა გეგიძემ მოიპოვა. პედაგოგის დახასიათებით, ძალიან წარმატებული მოსწავლეა, რომელიც გასულ წელს კომპიუტერითაც დაჯილდოვდა:

„წელს ჩემპიონატში მესამედ მივიღე მონაწილეობა და არ ველოდი დღეს ამ წარმატებას. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვებით და მადლობას ვუხდი პროექტს მოცემული გამოცდილებისთვის.“

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა მოსწავლემ „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რეგისტრაცია 3 ივნისის  ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ

მასწავლებლებს, დაწყებითის კომბინირებულ გამოცდის შესახებ NAEC დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის

ექსკურსიის დროს ბოდბის მონასტერში მოსწავლე სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო - დეტალები

საგანი, რომელზეც ყველაზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ცნობილია - არჩევითი საგნების სტატისტიკა გამოქვეყნდა

პიროვნება

„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

სკოლები

ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს 

სიხარულითა და ემოციებით დასრულებული პირველი სასწავლო წელი თაიას საჯარო სკოლაში

პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა

დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება

„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება