სიახლეები
რჩევები

ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც დაგვეხმარება ბავშვი დამჯერად ვაქციოთ
21-06-2020
-
+


ბავშვები ფაქტობრივად ყოველდღიურად აცხადებენ კატეგორიულ უარს შეასრულონ მშობლის რაიმე თხოვნა და დავალება.

ამასთან, თითქმის ყველა მშობელი ბავშვის დასამორჩილებლად იყენებს სტანდარტულ ფრაზებს, რომლებსაც ხანდახან აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი მოაქვს. 

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვს, ისევე როგორც ნებისმიერ ზრდასრულს უფლება აქვს იყოს უკმაყოფილო და ცუდ განწყობაზე და ეს გასათვალისწინებელია. მეორეც, ყველასთვის ცნობილია, რომ თავაზიანი და პატივსაცემი დამოკიდებულება სასრუველის მიღების საუკეთესო გზაა.

გთავაზობთ რამდენიმე ყოველდღიურ ფრაზას, რომლებიც მცირედი ინტერპრეტაციის შემდეგ ბავშვზე უფრო მეტად იმოქმედებს და თქვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად მყარი და მეგობრული გახდება.

„როგორც კი აკრეფ საკუთარ სათამაშოებს, შენი საყვარელი ზღაპრის წაკითხვას შევძლებთ“ ნაცვლად ამისა - „თუ სასწრაფოდ არ შეაგროვებ სათამაშოებს, არაფერს წაგიკითხავ“.

ბავშვისთვის გაცილებით კარგია იმის მოსმენა, თუ როგორი სასიამოვნო მომენტი ელოდება გაწეული სამუშაოს შემდეგ, ვიდრე მოისმინოს პირდაპირი მუქარა და იძულება, რის შემდეგაც ავტომატურად ეკარგება რაიმეს კეთების ყველანაირი სურვილი.

„რომელ პიჟამას ჩაიცვამ დღეს - სპილოებიანს თუ ძაღლებიანს?“ ნაცვლად  „სწრაფად დაწექი დასაძინებლად, ხვალ ადრე უნდა ადგე“.

ბავშვთან ურთიერთობისას ბევრი ფსიქოლოგი გვირჩევს ზემოთ აღნიშნული ტექნიკა გამოვიყენოთ. ასეთ დროს ბავშვს ვაძლევთ არჩევანს არჩევანის გარეშე. მას ვთავაზობთ „დავალებას“ და ორი ვარიანტის არჩევას.

ვარიაციები შესაძლოა იყოს ურიცხვი და ყოველ შექმნილ სიტუაციაში შესაძლებელია ბავშვს შევთავაზოთ ორი ვარიანტი ასარჩევად. „რომელი საგნით გინდა დაიწყო გაკვეთილების მეცადინეობა - მათემატიკით თუ ბუნებით?“ ნაცვლად „სასწრაფოდ დაჯექი გაკვეთილების მოსამზადებლად“. “პერანგისა და ჟაკეტის ჩაცმა გინდა თუ ნაქსოვი ზედატანის“ ნაცვლად „სწრაფად მოემზადე, გვაგვიანდება“.

აუცილებელია წინასწარ რამდენიმე ფრაზის მოგონება, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო მომენტში შესაძლოა ამისთვის ფანტაზია არ გეყოთ და პირველ ადგილზე ემოციებმა წამოიწიოს. 

ბავშვის „ზრდასთან ერთად „ფორმულა“ უნდა გაართულოთ, მაგრამ ამ დროისთვის თქვენ უკვე კარგად გაიწვრთნებით.

„დაგავიწყდა, რა გთხოვე 5 წუთის წინ?“ ნაცვლად „შენ ისევ არ აალაგე შენი ნივთები? მე ხომ ამის შესახებ 20 წუთის წინ გთხოვე“.

ბევრ ბავშვთან შეგიძლიათ გულმავიწყობა ითამაშოთ. თქვენი თამაშის წყალობით, ბავშვი საკუთარ თავს თავადვე შეახსენებს დავალებას და მას დიდი ინტერესით შეასრულებს.

„შენ მე მკითხე - მე გიპასუხე“ნაცვლად „მომბეზრდა ასჯერ ერთისა და იმავეს გამეორება, მე ხომ ვთქვი - არა“

როდესაც ბავშვი ცდილობს კიდევ ერთხელ გამოგტყუოთ სათამაშოს ყიდვა და ტელეფონთან კიდევ ხუთი წუთის გატარება, ასეთ შემთხვევაში მასთან მოლაპარაკებები შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს და სკანდალითა და დასჯით დასრულდეს. ყოველ ჯერზე ეს რომ არ მოხდეს, საჭირო დროს მშვიდი ტონით უთხარით: „არა“.

წუწუნზე: „რატომ არა?“ გააგრძელეთ მშვიდად: „შენ მკითხე - მე გიპასუხე“.

ყველა თქვენი შემდგომი არგუმენტი აბსოლუტურად უსარგებლოა. ბავშვი უბრალოდ თქვენი მოთმინების საზღვრებს ამოწმებს. თქვენ კი, ეს იცით და თქვენს სტრატეგიას ატარებთ. ბავშვს წუწუნისა და უკმაყოფილების უფლება აქვს, მაგრამ ამასთან მან უნდა იცოდეს, რომ დედა და მამა მთავარია, ეს კი ნიშნავს, რომ ბოლო სიტყვა მათზეა.

„მოდი ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ პრობლემა“ ნაცვლად „შეწყვიტე წუწუნი!“.

ჩვეულებრივ, როდესაც ბავშვი რაღაცით განაწყენებულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შექმნილი სიტუაცია უმნიშვნელოა. მაგრამ ეს მოჩვენებითია. ბავშვისთვის ქუჩაში დაკარგული ნივთი - ეს არის კოსმიური მასშტაბის დანაკარგი. ამიტომ შეეცადეთ პრობლემის არსს ჩაწვდეთ, მეორეც შესთავაზეთ: „მოდი ერთად მოვიფიქროთ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“ ან ჰკითხეთ: „როგორ ფიქრობ, ეს დიდი პრობლემაა თუ პატარა?“

ბავშვი დარწმუნდება, რომ თქვენ მის მხარეს ხართ, რაც ნიშნავს რომ პრობლემა არც ისე დიდია, რადგან დედას და მამას ყველაფერი შეუძლიათ. ბავშვი ასე გარკვეულ ასაკამდე ფიქრობს. იმ შემთხვევაში კი თუ უფრო მოზრდილი ბავშვი ამბობს: „მე არ შემიძლია მათემატიკის დავალების ამოხსნა?“ მაშინ შესაძლებელია ფრაზის გამოყენება: „შენ უბრალოდ ჯერ ვერ იპოვე ხერხი ამ დავალების სწორად ამოხსნის, მაგრამ შენ მას აუცილებლად გაუმკლავდები“.

„მოდი ვცადოთ ყველაფრის გამოსწორება“ ნაცვლად „დაუყოვნებლივ მოიხადე ბოდიში“.

ბევრ ბავშვებს ბოდიშის მოხდას ბავშვთა მოედანზე პირველივე გასვლისას ასწავლიან, მართალია ბევრი ამ სიტყვის მნიშვნელობას ვერ ხვდება. ბავშვის თავაზიანობა ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, მაგრამ სტანდარტული „ბოდიში“ მას თანაგრძნობას ყოველთვის არ ასწავლის.

ბევრად ეფექტურია ბავშვს შექმნილი სიტუაციის გამოსწორება ვასწავლოთ, რომ დაეხმაროს იმ ადამიანს რომელსაც აწყენინა. 

თუ ბავშვმა სხვისი ქვიშის კოშკი დაანგრია, მას შესთავაზეთ არა უბრალოდ ბოდიშის მოხდა, არამედ ახლის აგებაში დახმარება. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენმა შვილმა სხვა ბავშვს ჰკრა ხელი და მან კი მუხლი იტკინა, შვილს დაზარალებულის სახლში გაცილება და ანტისეპტიკური საშუალებისა და ბამბის მიტანა შესთავაზეთ. ასეთი სახით, თქვენ მას ასწავლით არა მხოლოდ სინანულს ჩადენილი საქცილის გამო, არამედ სხვა ადამიანის თანაგრძნობას.

თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ბავშვის სიყვარული და მისი, როგორც პიროვნების, პატივისცემა.


კომენტარები


ეტალონი

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები

13-15 წლის გოგონებმა სკოლაში შესვენებაზე თანატოლი სცემეს - კონფლიქტი სოცქსელში დაიწყო და სკოლის საპირფარეშოში გადაინაცვლა

ბაღში ბავშვის მიყვანისას და გამოყვანისას პლასტიკური ბარათი უნდა დააფიქსიროთ - ელექტრონული სისტემა იანვრიდან ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას შეეხება

იმერეთში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა - დაკავებულია ორი პირი

ქობულეთში საჯარო სკოლა გაძარცვეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა - კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო საათს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარკ ტვენის დაბადების დღე აღნიშნეს

პტენის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დიფუზიის პროცესი შესწავლეს

ყაურმის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის სიუჟეტი, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს პერსონაჟებზე  და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და უანრები

საინტერესო

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

სიახლეები
საზოგადოება